Back იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისის მხარდაჭერა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისის მხარდაჭერა

11-12 იანვარს, ევროპის საბჭოს ოფისმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისის თანამშრომლებისთვის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილებების დასაბუთებაზე.

აღნიშნულ შეხვედრაზე ევროპის საბჭოს კონსულტანტი იყო ნინა ბეტეტო, სლოვენიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ევროპის საბჭოს მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს პრეზიდენტი 2020 წელს.  ქალბატონმა ბეტეტომ გაანალიზა დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისის გადაწყვეტილებები მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების, შეწყვეტის შესახებ და შეიმუშავა რეკომენდაციები გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს მოსამართლეთა პროფესიული ქცევის სტანდარტები, წესები და პროცედურები, რომლებიც ეფუძნება ეთიკურ პრინციპებს და სასამართლოს  სანდოობას. შეხვედრამ ხელი შეუწყო მონაწილეების ცოდნის გაუმჯობესებას საერთაშორისო სტანდარტებზე, პრინციპებსა და პროცედურებზე, რომლებიც არეგულირებს მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ტრენინგზე მონაწილეებს წარედგინათ პრაქტიკული რჩევები თუ როგორ გამოიყენონ აღნიშნული პრინციპები ყოველდღიურ საქმიანობაში.

მიღებული ცოდნა დაეხმარება დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისს გააუმჯობესოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III 2023-2026 ფარგლებში

ბორჯომი, საქართველო 11-12 იანვარი 2024
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge