Back პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად

პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად

ორდღიანი მიზნობრივი ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს პროფესიონალებმა გაიუმჯობესეს კომპეტენცია ბავშვთა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის (OCSEA) წინააღმდეგ საბრძოლველად. ტრენინგები ფოკუსირებული იყო ევროპულ სტანდარტებზე, ეროვნულ კანონმდებლობაზე, ასევე არსებულ ინსტრუმენტებსა და კარგ პრაქტიკაზე. ტრენინგებმა პროკურორებს, გამომძიებლებსა და ადვოკატებს საშუალება მისცა ეფექტურად მოახდინონ პრევენცია, რეაგირება და გამოიძიონ ძალადობის შემთხვევები მსხვერპლზე ორიენტირებული და მულტი-უწყებრივი მიდგომების გამოყენებით.

თბილისსა (2025 წლის 8-9 დეკემბერი) და ბათუმში (2025 წლის 11-12 დეკემბერი), ტრენინგებს ჯამში 60 პროფესიონალი დაესწრო. მათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს ლანსაროტეს კონვენციისა და ბუდაპეშტის კონვენციის, ასევე მატერიალური და საპროცესო სისხლის სამართლის შესახებ ცოდნა, პრაქტიკული უნარები პროაქტიული და რეაქტიული გამოძიებების ჩატარების, ციფრული მტკიცებულებების დამუშავების, სისხლის სამართლის პროცესის დროს ბავშვი მსხვერპლის დაცვისა და ეფექტური უწყებათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველყოფის საკითხებში. შემთხვევების განხილვამ და პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, გამოეყენებინათ საერთაშორისო სტანდარტები და კარგი პრაქტიკა რთულ, რეალურ საგამოძიებო სცენარებში, მათ შორის საზღვრის მიღმა საქმეებში. შეფასების შედეგებმა აჩვენა ცოდნის მნიშვნელოვანი ზრდა კომპეტენციის ყველა სფეროში, განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში, ბავშვთა ციფრულ უსაფრთხოებასა და ციფრული მტკიცებულებების შეგროვებაში. მონაწილეთა დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ ჩაატარებენ კასკადურ ტრენინგებს თავიანთ დაწესებულებებსა და პროფესიულ ქსელებში, რაც ადასტურებს ტრენინგების ძლიერ პოტენციალს მდგრადი შესაძლებლობების განვითარებისა და საქართველოში ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რეაგირების გაუმჯობესების მიმართულებით.

ეს ღონისძიებები ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც  საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

თბილისი და ბათუმი, საქართველო 8,9,11 და 12 დეკემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge