ევროპის საბჭომ, 18 ნოემბრის: ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიებები გამართა. ღონისძიებები გაიმართა 2024 წლის 18-22 ნოემბერს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და მათში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა მონაწილემ.
თოთოეული სესია ინტერაქტიულ დისკუსიებს დაეთმო, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ბავშვები და პედაგოგები, ისე ბავშვთა დაცვის სფეროს პროფესიონალები. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პროცესში, დაესვათ შეკითხვები და შეეძინათ მნიშვნელოვანი გამოცდილება. მათ მიიღეს ინფორმაცია რისკების იდენტიფიცირების პრაქტიკული მექანიზმებისა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების მოძიება საშუალებების შესახებ.
აღნიშნული ღონისძიებები, საქართველოში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ევროპის საბჭოს განგრძობადი ძალისხმევას ნაწილია. თანამშრომლობითი ქმედებების წახალისებით და შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფით, ევროპის საბჭო ხელს უწყობს ბავშვების ციფრული და სოციალური გამომწვევებისგან დაცვას.
ღონისძიებები ორგანიზებული იყო პროექტის “ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.




