მთელი საქართველოდან სოციალური მუშაკებისა და აღმზრდელთა სახლების წარმომადგენლებისთვის გაიმართა სამდღიანი ტრენინგი და გაძლიერებული ზედამხედველობის სემინარი ტრავმაზე ინფორმირებული მოვლისა და ფსიქოლოგიური დახმარების შესახებ.
პროფესიონალური ტრენინგი ფოკუსირებული იყო სოციალური მუშაკებისა და მომვლელთა სახლების სპეციალისტების უნარებისა და ცოდნის შემდგომ გაღრმავებაზე. იგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ტრავმა და ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ნეგატიური ბავშვობის გამოცდილებები, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, კეთილდღეობასა და ნივთიერებების არასათანადო მოხმარებასთან დაკავშირებული პრევენცია და ჩარევა, რაც ახდენს გავლენას მოზარდზე და დაზარალებულ ახალგაზრდებთან მუშაობის მიდგომებზე. დისკუსია, ასევე, შეეხო პრინციპებს, კომპლექსური პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობისა (PTSD) და პროფესიული გადაწვის საკითხს.
ტრენინგი გამოირჩეოდა ინტერაქტიულობით, ინტენსიური ზედამხედველობის სესიების დროს კი - პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომებით. მონაწილეებმა განიხილეს რეალური შემთხვევები მათი პროფესიული გამოცდილებიდან და მიიღეს მიზნობრივი და ექსპერტული რჩევები ფასილიტატორებისგან, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათი უნარები და მიდგომები საქმის მართვის კუთხით. მონაწილეებმა აღნიშნეს: „ტრენინგმა მოგვცა მიმდინარე საქმეებზე სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება, მეტად გავამახვილეთ ყურადღება კონკრეტულ ასპექტებსა და სფეროებზე, სიღრმისეულად გავეცანით ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს“.
სხვა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ზედამხედველობის სესიები იყო „ძალიან ინფორმატიული, სადაც უფრო სიღრმისეულად იყო მიმოხულული ტრამვა და ტრამვის გავლენა მოზარდზე, ასევე ის ფაქტორები,რაც ხელს უწყობს მის განვითარებას.“ ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა: „ტრენინგი მნიშვნელოვნად დამეხმარება იმ ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში, რომელთაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე განიცადეს ტრამვული მოვლენა. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის შედეგად უფრო გამიმარტივდება ტრამვული მდგომარეობის ამოცნობა, რაც თავისთავად უფრო ეფექტურს გახდის შემთხვევაზე მუშაობას და გაამარტივებს შემდგომი რეაგირების ეტაპებს.’’
აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა პომპიდუ ჯგუფის პროექტის ’’ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება’’, ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2024-2027) ნაწილს.




