Back სემინარი თემაზე “საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე”

სემინარი თემაზე “საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე”

 27 და 28 ოქტომბერს, ევროპის საბჭო იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის კოლეგიისა  და სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლეთა  ორი ჯგუფისათვის ახორციელებს სემინარს თემაზე “საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე”. სემინარის მიზანია გააცნოს მოსამართლეებს საქმეთა გადასინჯვის პროცედურები მინისტრთა კომიტეტის წევრ სახელმწიფოთათვის რეკომენდაციის  N R(2000) 2  მიხედვით, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნულ დონეზე, ზოგიერთი საქმის გადასინჯვას ან ხელახალ გამოძიებას.

აღნიშნული რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, დარწმუნდეს, რომ ეროვნულ დონეზე არსებობს შესაძლებლობების ფარგლებში resitutio in integrum-ის განხორციელების ადეკვატური საშუალებები და რომ არსებობს საქმის გადასინჯვის, მათ შორის ხელახალი გამოძიების, შესაბამისი შესაძლებლობები, რათა დაზარალებული მხარეებისათვის შეიქმნას იგივე სამართლებრივი გარემო, რომლითაც იგი ისარგებლებდა კონვენციის დარღვევამდე.

სემინარი ჩატარდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში, მოწვეული ექსპერტების - ევროპის სასამართლოს აღსრულების დეპარტამენტის სექციის უფროსის, ბატონი ფრედერიკ დოლტის, ამავე დეპარტამენტის იურისტის - ბატონი მამუკა ლონგურაშვილის და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელის, ბატონი ლევან მესხორაძის მიერ.

სემინარები იმართება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში “საქართველოში  ადამინის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან”.

27-28 ოქტომბერი, 2015წ.
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge