ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის შესახებ ტრენინგების სერია გაიმართა თბილისში 2025 წლის 11, 12 და 19 ოქტომბერს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის 44 სკოლის 44-ზე მეტმა მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა.
2024 წელს პროექტის დაწყებისთანავე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული ცოდნის სასკოლო სისტემასა და საქართველის სხვადასხვა სკოლაში გავრცელება. დღემდე, 22-მა მასწავლებელმა, რომელმაც გაიარა პომპიდუ ჯგუფის მიერ ორგანიზებული ინტენსიური ტრენერთა ტრენინგ პროგრამა, გამოცდილება და მიღებული ცოდნა კოლეგების ფართო ჯგუფს გაუზიარა. სამი ტრენინგის მანძილზე, ტრენერებმა მათ კოლეგა მასწავლებლებს გაუზიარეს ცოდნა და ინფორმაცია პრევენციის მთავარი კონცეფციების თაობაზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამებისა და პრევენციაში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესახებ.
აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის პროექტის „ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით.
ტრენინგებს მეთვალყურეობას უწევდა პომპიდუ ჯგუფი, მხარდაჭერის და უკუკავშირის გაზიარების გზით, რათა სამომავლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერებმა დამოუკიდებლად განაგრძონ მსგავსი ტრენინგების ჩატარება.
აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა პომპიდუ ჯგუფის პროექტის „ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება“, რომელიც ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2024-2027) ფარგლებში.




