Back პომპიდუ ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს სკოლებში სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაძლიერებას ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის საკითხებზე

პომპიდუ ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს სკოლებში სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაძლიერებას ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის საკითხებზე

ტრენინგის შედეგად, რომელიც თბილისის საჯარო და კერძო სკოლების სამედიცინო პერსონალზე იყო მორგებული, მონაწილეთა 86%-მა შეძლო პრევენციის ძირითადი არსის, რისკისა და დამცავი ფაქტორების სწორად განსაზღვრა, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციის მიდგომებისა და სტრატეგიების შესახებ ცოდნის გაღრმავების თვალსაჩინოდ დემონსტრირება.

30-ზე მეტი პროფესიონალი გაეცნო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის კონცეფციებს, რაც სამედიცინო პერსონალს აძლევს საშუალებას, ბავშვებსა და მოზარდებს მეტად დაუჭირონ მხარი და შესაბამისად, წვლილი შეიტანონ სკოლებში უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნაში. ნოემბერში, ორი ჯგუფისათვის გამართული ოთხდღიანი ტრენინგის დროს, მონაწილეებმა განიხილეს პრევენციის ძირითადი კონცეფციები და მიდგომები, ასევე სკოლაზე დაფუძნებული პრევენციის მოდელები და ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარების საფუძვლები, მათი გავლენა მოზარდებსა და ახალგაზრდებზე. მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების, მათ შორის რისკისა და დამცავი ფაქტორების თაობაზე.

გარდა ამისა, ტრენინგი შეეხო  პრევენციაში არსებულ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებსა და  მიდგომებს.   ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ინტერაქციულ ჯგუფურ სამუშაოს. მონაწილეებმა განიხილეს სკოლის რეალური სცენარები, არსებული პრაქტიკა და განსაზღვრეს პრევენციული ძალისხმევის გასაძლიერებლად ქმედითი გზები.

აღნიშნული  ტრენინგები ჩატარდა პომპიდუ ჯგუფის პროექტის ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება, ფარგლებში, რომელიც  საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2024-2027) ნაწილია.

თბილისი, საქართველო 18 ნოემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge