Back პომპიდუ ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკების პრევენციის საკითხებში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების როლს აძლიერებს

პომპიდუ ჯგუფი  ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკების პრევენციის საკითხებში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების  როლს  აძლიერებს

17-18 ივლისს, თბილისში პომპიდუ ჯგუფმა წარმატებით ჩაატარა ორდღიანი პროფესიული სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა 32 ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით. ორდღიანი ღონისძიების მიზანი იყო სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს შორის  სამუშაო პრაქტიკის გაძლიერება, ნარკოტიკების პრევენციის ეფექტური სტრატეგიებისა და მიდგომების გაზიარება, ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, მოწყვლად მოზარდებთან, მათ მშობლებთან და ოჯახებთან მუშაობისას. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო  დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის და სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტოს და საქართველოს 10 ქალაქის მერიის 32-მა სპეციალისტმა.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პოზიტიური მშობლობის პროგრამას, მის მიზნებს, სტრუქტურას და საპილოტე პროგრამის კვლევის შეფასების შედეგებს. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო ESPAD-ის უახლოესი კვლევის შედეგები, თემზე დაფუძნებული პრევენციული მიდგომები და ფსიქიკური ჯანმრთელობის ასპექტები, მათ შორის პროფესიული გადაწვის საკითხი, ქცევითი მეცნიერების ტექნიკები, რომელიც ხელს უწყობს ცვლილებების განხორციელებას მოწყვლად მშობლებსა და ოჯახებში.

ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ზესტაფონიდან    შეხვედრა მნიშვნელოვან პროფესიულ ეტაპად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს იყო პირველი შესაძლებლობა ბევრისთვის, პირდაპირ დაკავშირებოდნენ კოლეგებს ცენტრალური სამთავრობო უწყებებიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების ეროვნული საკოორდინაციო ქსელის შექმნის მნიშვნელობას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის  კოორდინაციისა და რეფერალური მექანიზმების გასაძლიერებლად, ინფორმაციის ნაკადის და მომსახურების მიწოდების გასაუმჯობესებლად. ამასთან, სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს შემდგომი პროფესიული მომზადების საჭიროებას.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა  პომპიდუ ჯგუფის ვალდებულებების გამოხატულებაა,  რათა ხელი შეუწყოს ძლიერ პარტნიორობას და ერთობლივ ძალისხმევას  ეფექტური მხარდამჭერი სისტემებისა და მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით მოწყვლად ბავშვებსა და ოჯახებისთვის საქართველოში,  პროექტის „ნარკოტიკების პრევენციაში ძირითადი აქტორების როლის გაძლიერება“ ქოლგის ქვეშ, რომელიც ხორციელდება  ევროპის საბჭოს საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის (2024-2027) ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 17-18 ივლისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge