პომპიდუ ჯგუფის ორგანიზებით პროექტის ’’ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება’’ მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პროექტის ყველა პარტნიორმა და დაინტერესებულმა მხარემ. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო 2024 წლის ივლისში, პროექტის დაწყებიდან მიღწეული პროგრესის მიმოხილვა და შემდგომი ნაბიჯების განხილვა.
მმართველი კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, პომპიდუ ჯგუფმა წარმოადგინა პროექტის ლოგიკური ჩარჩოს, შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების მიმოხილვა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის ფარგლებში ძირითად მიღწევებს და სტრატეგიულ პრიორიტეტებს მიმდინარე წლის განხორციელების ფაზაში. შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია.
მიმდინარე პროექტი დაფუძნებულია პირველი ინიციატივის ’’ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება საქართველოში’’ პროექტის შედეგებსა და გაკვეთილებზე და აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებისთვის საერთაშორისო ექსპერტიზისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიწოდებას, რათა ნარკოტიკების პრევენციის სტრატეგია (2021-2026) კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნას და დანერგოს მიზნობრივი პროგრამები მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდებისა და პრევენციის დარგში.
შეხვედრის შედეგად, მონაწილეები მიესალმნენ პენიტენციურ სისტემაში დაფუძნებული თერაპიული თემის პილოტირებასთან დაკავშირებული აქტივობების გაგრძელებას და მადლიერება გამოხატეს საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების მიერ მომზადებული ყოვლისმომცველი განხორციელებადობის კვლევის ანგარიშისთვის. ამის გარდა, პროექტის პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს პოზიტიური მშობლობის პროგრამის ფარგლებში ფასილიტატორის სახელმძღვანელოს შემუშავების მნიშვნელობას, რათა მოხდეს ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე სპეციალისტების შემდგომი მომზადება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით.
აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა პროექტის ’’ნარკოტილების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს საქართველოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და გრძელდება 2026 წლის ივნისის ბოლომდე.




