24-27 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 32-კაციანი დელეგაცია, იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით, საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად ეწვევა საქართველოს. დელეგაცია შეუერთდება დამკვირვებლებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ევროპარლამენტიდან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისიდან (ODIHR).
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების ლიდერებსა და წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს. 26 ოქტომბერს კი, დელეგაცია კენჭისყრის პროცესს დააკვირდება.
ვიზიტი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სამმართველოს მიერ, ხოლო მის სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვენეციის კომისიის — ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი იურიდიული ექსპერტების ჯგუფის — წარმომადგენელი.
* * *
27 ოქტომბერს, კვირას, 15:00 საათზე, თბილისში (ადგილი დაზუსტდება) გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.




