Back ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს ქართული დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, დატოვოს ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს ქართული დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, დატოვოს ასამბლეა

„ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, დატოვოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ დღეს საღამოს კენჭისყრის შედეგად დელეგაციის მანდატები გარკვეული პირობებით დაადასტურა,“ – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა. „ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების წინსვლას შეიძლება შეუწყოს ხელი.“

მანამდე, ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირების შესახებ, თუმცა უფლებამოსილება შეუჩერა დელეგაციის რიგ წევრებს და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის აპრილში ხელახლა განიხილავს მათ საკითხს, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება „დემოკრატიული უკუსვლის“ დაძლევის კუთხით მიაღწევს. მანდატები სადავო სტრასბურგში ასამბლეის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს გახდა.

ლატვიელი დეპუტატის, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას (EPP/CD) ანგარიშზე დაფუძნებული რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა მანდატებს 2025 წლის აპრილის სესიაზე ხელახლა განიხილავს, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელიც შემდეგ საკითხებზე იქნება მიღწეული:

  • „ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების“ ორგანიზება, საერთაშორისო ზედამხედველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის მკაცრი დაცვით;
  • საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად დაუყოვნებელი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა;
  • პოლიციის ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  • ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება 2025 წლის აპრილის სესიამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეამ დელეგაციის მანდატები დაადასტურა, საქართველოს დელეგაციის წევრების უფლებამოსილებების ნაწილი შეუჩერა, როგორც „პოლიციის ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების დაგმობის მკაფიო ნიშანი“. მათ არ ექნებათ უფლება, გაწევრიანდნენ ასამბლეის ცხრა კომიტეტიდან ხუთში, გახდნენ მომხსენებლები, დააკვირდნენ არჩევნებს ან წარმოადგინონ ასამბლეა გარკვეულ ღონისძიებებში.

მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეამ დელეგაციის მანდატები დაამტკიცა, მან საქართველოს დელეგაციის წევრებს უფლებამოსილებების ნაწილი შეუჩერა, „როგორც პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების დაგმობის მკაფიო ნიშანი“. მათ არ ექნებათ უფლება, გაწევრიანდნენ ასამბლეის ცხრა კომიტეტიდან ხუთში, გახდნენ მომხსენებლები, დააკვირდნენ არჩევნებს ან წარმოადგინონ ასამბლეა გარკვეულ ღონისძიებებზე.

ასამბლეამ ასევე განაცხადა, რომ „მოიძიებს გზებს, რათა გააძლიეროს საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ასამბლეის საქართველოსთან დაკავშირებულ საქმიანობაში.“

 

ბმულები:

მიღებული რეზოლუცია
დებატების ვიდეო
დებატების სრული ტექსტი
Mediabox ვიდეო

 

სტრასბურგი, საფრანგეთი 29 იანვარი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge