Back გრანტი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

გრანტი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განყოფილება აცხადებს ახალ საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიული კულტურის განვითარებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, ასევე ევროპის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

ინიციატივის საერთო ბიუჯეტი 120,000 ევროს შეადგენს და იგი სამ დამოუკიდებელ გრანტად გაიყოფა. გრანტის ქვეშ თანადაფინანსებას მიიღებს ის განაცხადები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის საბჭოსა და ევროპულ სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 დეკემბერი. განაცხადი ორი ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ითვალისწინებდეს ევროპის საბჭოს საქმიანობისა და სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, დემოკრატიული ღირებულებების შესუსტების მიმართ წევრი ქვეყნების მედეგობის გაზრდის მიზნით, ასევე დემოკრატიული მმართველობის პოპულარიზაციას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებას, მათ შორის რეიკიავიკის დემოკრატიის პრინციპების შესახებ ინფორმაციის გაზიარება იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს ამ პრინციპების გამოყენება თავიანთი მიზნების მისაღწევად;
  • ევროპის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებული თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობა.

პროექტები უნდა განხორციელდეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის (INGO), "ქოლგის" ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციისა თუ ქსელის მიერ, რომელსაც გააჩნია ადვოკატირების, პოლიტიკის შემუშავების და ინტერესების დაცვის ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და/ან კანონის უზენაესობა, ასევე ფლობს ექსპერტული ცოდნას ევროპის საბჭოს სტანდარტების შესახებ და/ან ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გამოცდილებას.

განაცხადების წარდგენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:

 საგრანტო განაცხადზე მოწვევა   

 დანართი I - განაცხადის ფორმა 
 დანართი II - ბიუჯეტის პროექტი 
 დანართი III - გრანტის ხელშეკრულება


 ევროპის საბჭო და სამოქალაქო საზოგადოება 

სტრასბურგი, საფრანგეთი 30 ოქტომბერი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge