Back მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის სემინარი ეთიკური სტანდარტებისა და დისციპლინური ზომების გასაუმჯობესებლად

მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის სემინარი ეთიკური სტანდარტებისა და დისციპლინური ზომების გასაუმჯობესებლად

23 ოქტომბერს, ევროპის საბჭომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა. სემინარის მიზანი იყო მედიაციის სფეროში ეთიკური სტანდარტებისა და პრაქტიკის ხელშეწყობა და გაუმჯობესება, რაც საბოლოოდ საქმეების უფრო პროფესიონალურად განხილვას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის მედიაციის საბჭოს წარმომადგენელი. მონაწილეებმა განიხილეს თავიანთ ქვეყნებში ეთიკის კოდექსთან დაკავშირებული ასპექტები.

სემინარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ევროპის საბჭოს სტანდარტების შესწავლას მედიატორთა ეთიკური ქცევისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა  სხვადასხვა იურისდიქციის ფარგლებში ეთიკური სტანდარტებისა და დისციპლინური ზომებისადმი მიდგომების შესახებ. მონაწილეებმა განიხილეს მედიაციის პროცესში ეთიკის წესების დაცვისა და სანქციების სისტემა პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების შესანარჩუნებლად.  დამსწრეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს რეალური საქმეების საფუძველზე შემუშავებულ ჯგუფურ სავარჯიშოებში.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მიერ.

23 ოქტომბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge