ევროპის საბჭომ, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, თბილისში გამართა სპეციალიზირებული ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა ეფექტურ პარალელურ ფინანსურ გამოძიებას.
ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული ტრენდები, საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მათ მიეცათ შესაძლებლობა შესაბამისი მაგალითების მეშვეობით დეტალურად გაცნობოდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მტკიცებულებების შეგროვება, სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები და სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება ფინანსური გამოძიების დროს.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 25 პროკურორმა და გამომძიებელმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასახურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს პროკურატურას. ღონისძიებამ მონაწილეებს საშუალება მისცა განეხილათ ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისამართველბრივი დევნის წარმოების დროს დღეისათვის არსებული ტენდენციები და გამოწვევები, მათ შორის ფინანსური გამოძიებისათვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, შესაბამისი საერთაშორისო განვითარება, საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და ეკონომიკური დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების კონფისკაციისა და უკან დაბრუნების ეფექტური მეთოდები.
ღონისძიება განხორციელდა პროექტის „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III ფარგლებში.




