Back საერთაშორისო კონფერენცია სისხლის სამართლის საქმეებში აღდგენითი მართლმსაჯულების როლის შესახებ - გზა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მართლმსაჯულებისკენ

საერთაშორისო კონფერენცია სისხლის სამართლის საქმეებში აღდგენითი მართლმსაჯულების როლის შესახებ - გზა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მართლმსაჯულებისკენ

2023 წლის 12 და 13 ოქტომბერს თბილისში, სისხლის სამართლის საკითხებში აღდგენითი მართლმსაჯულების როლის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს, UNICEF-ისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად.

კონფერენციას, საქართველოს ხელისუფლებასთან და პრაქტიკოს იურისტებთან ერთად, ესწრებოდნენ გამორჩეული ექსპერტები, პოლიტიკოსები და პრაქტიკოსები ევროპის საბჭოს წევრი და სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო აღდგენითი მართლმსაჯულების თაობაზე დიალოგის ხელშეწყობა, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოების საჭიროებებზე და აღდგენითი მართლმსაჯულების როლისა და უპირატესობების ხელშეწყობა სისხლის სამართლის საქმეებში, სისხლის სამართლის სანქციებს მიღმა.

კონფერენციამ ხელი შეუწყო აღდგენითი მართლმსაჯულების სტანდარტების პოპულარიზაციას და დისკუსიას სისხლის სამართლის საკითხებში აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ, ევროპის სბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა (2018)8 და სისხლის სამართლის საქმეებში აღდგენითი მართლმსაჯულების როლის თაობაზე ვენეციის დეკლარაციის ძირითადი ელემენტებისა და პრაქტიკული ასპექტების, ისევე როგორც აღნიშნული დოკუმენტების იმპლემენტაციის სტრატეგიებზე მსჯელობას.

კონფერენცია წარიმართა პრეზენტაციების, პანელებისა და დისკუსიების ფორმატში, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენების, განვითარებისა და გავლენის მნიშვნელოვანი ასპექტები. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში არსებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და პროგრამების შესახებ. საუბარი შეეხო აღდგენითი მართლმსაჯულების ფარგლებში მსხვერპლთა მხარდაჭერასა და ტრავმა-ინფორმირებულ მიდგომებს. პროფესიონალებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია მსხვერპლთა საჭიროებების გათვალისწინებისას მათი მხარდაჭერის შესახებ.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილ იქნა სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების პრაქტიკული განხორციელების შესახებ  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.  დისკუსია შეეხო ასევე აღდგენით მართლმსაჯულებაში ჩართული პროფესიონალების განათლებისა და გადამზადების, ისევე როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების თაობაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას. საუბარი შეეხო აღდგენითი მართლმსაჯულების როლს დანაშაულებრივ ქმედებებში, მათ შორის ძალადობრივ დანაშაულებში, მონაწილე პირების რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაში და აღდგენითი მართლმსაჯულების დადებით გავლენას საზოგადოებაზე. კონფერენციის დროს ასევე ხაზგასმულ იქნა საზოგადოების კრიტიკული როლი დანაშაულის გადაწყვეტის ფორმირებასა და მსხვერპლებსა და დამნაშავეებს შორის დიალოგის ხელშეწყობაში.

კონფერენციამ შექმნა უნიკალური პლატფორმა აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში ჩართულ პროფესიონალებს შორის დისკუსიების, თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარებისთვის, აღდგენითი მართლმსაჯულების მნიშვნელობისა და მიზნის ერთიანი აზრის ჩამოყალიბების მიზნით.

კონფერენცია ორგანიზებულ იქნა ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მიერ.

12-13 ოქტომბერი, 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge