Back საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები პარლამენტარებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის კორუფციის აღმოსაფხვრელად, ნათქვამია ევროპის საბჭოს ახალ ანგარიშში

საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები პარლამენტარებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის კორუფციის აღმოსაფხვრელად, ნათქვამია ევროპის საბჭოს ახალ ანგარიშში

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანომ - სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) - აღიარა საქართველოს მიერ კორუფციის შემცირების მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ქვეყნის გაუმჯობესებული მდგომარეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსებში, და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს პარლამენტარებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის კორუფციის დონის შემცირებისაკენ მიმართული რეფორმების დანერგვა.

პოზიტიურ მიღწევებში GRECO-მ ასევე აღნიშნა საჯარო მოხელეების, მათ შორის პარლამენტარების, მოსამართლეების და მაღალი რანგის პროკურორების მიერ ქონებრივი დეკლარაციების შევსების, როგორც მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა. ახლა  მნიშვნელოვანია რომ ამ ახალი წესების გავრცელება მოხდეს ყველა პროკურორზე, განხორციელდეს მათი ეფექტური დანერგვა პრაქტიკაში და უზრუნველყოფილი იქნას მათი მუდმივი გადახედვა.

GRECO-მ აღნიშნა ზომები, რომლებიც მიღებული იქნა პარლამენტის წევრებს შორის კორუფციის აღმოსაფხვრელად და მათი მუშაობის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად.  საკანონდებლო პროცესების შემდგომი გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად GRECO რეკომენდაციას უწევს კანონპროექტების გამოქვეყნებას და აღსრულებადი ეთიკის კოდექსის შემუშავებას. GRECO ასევე მოუწოდებს პარლამენტარების ინტერესთა კონფლიქტის სავალდებულო გამჟღავნებას, რათა განხორციელდეს მონიტორინგი და განისაზღვროს როდის და როგორი გავლენა შეიძლება ქონდეს პარლამენტარის პირად ინტერესებს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. 

GRECO-ს ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემაში რეფორმის გატარების აუცილებლობას.  უაღრესად მნიშვნელოვანია მოხდეს რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ კანონპროექტის მიღება და იმპლემენტაცია, რომელიც  ამჟამად  პარლამენტშია წარდგენილი განსახილველად. GRECO-ს  რეკომენდაციაა მოხდეს მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურებისა და გადაყვანის წესების რეფორმირება, საქმეთა განაწილების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის შემოღება (მაგ. შემთხვევითი განაწილებით), დიციპლინარული გადაცდომების უფრო ზუსტად განსაზღვრა და მოსამართლეთა იმუნიტეტის შეზღუდვა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებასთან („ფუნქციონალური იმუნიტეტი“).

GRECO დადებითად შეაფასა პროკურატურის სამსახურის დეპოლიტიზირების მიზნით ახლახან დაწყებულ რეფორმას. ახალ მთავარია რეფორმა უნდა გატარდეს ეფექტიანად და საჭიროების შემთხვევაში თან ახლდეს დამატებითი ზომები, რომელიც კიდევ უფრო შეამცირებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლების გავლენას მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურასა და ასევე, საპროკურორო საბჭოს საქმიანობაზე. ასევე GRECO-ს რეკომენდაციაა პროკურორების სამსახურში მიღებისა და დაწინაურების შემდგომი რეგულირება, აგრეთვე ცალკეული შემთხვევების მენეჯმენტი და შიდა ინსტრუქციების, პროკურორების მიმართ გამოყენებული არსებული დისციპლინარული რეჟიმის გადახედვა.

2018 წლის ივნისის ბოლოს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს მოხსენება წინამდებარე ანგარიშში მოცემული 16 რეკომენდაციის შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ, რის შემდეგაც, 2018 წლის მეორე ნახევარში, GRECO შესაბამისობის შესახებ ანგარიშის მეშვეობით შეაფასებს რეკომენდაციების იმპლემენტაციას.

* * *

სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) წარმოადგენს ევროპის საბჭოს ორგანოს, რომლის მიზანია გააძლიეროს წევრი ქვეყნების შესაძლებლობა იბრძოლონ კორუფციის წინააღმდეგ მათ მიერ ანტი-კორუფციული სტანდარტების შესაბამისობის მონიტორინგის გზით.  ჯგუფის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოებს მოახდინონ ეროვნულ ანტიკორუფციულ პოლიტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა აუცილებელი საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური და პრაქტიკური რეფორმების წახალისების გზით. დღეისათვის იგი მოიცავს ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოს, ბელორუსიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

საკონტაქტო პირი
Tatiana Baeva
კომუნიკაციის ოფიცერი
+33 3 88 41 21 41

სტრასბურგი 17 იანვარი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge