2023 წლის 17-19 ნოემბერს, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევრიპულმა კომისიამ (CEPEJ) ჩაატარა ტრენინგი საქართველოს სასამართლოებში მონაცემთა შეგროვებაში ჩართული სასამართლო სტატისტიკოსებისთვის. ეს ტრენინგი კარგი საშუალება იყო მონაცემთა შეგროვების პროცესში ყველა საკითხის (ჰარმონიზაციის, სისტემატიზაციისა და ხარისხის შემოწმების გზები სასამართლოების და უზენაესი სასამართლოს დონეზე) და CEPEJ-ის მეთოდოლოგიის წარმოჩენის საშუალება. ტრენინგზე, მონაწილეებს საშუალება მიეცათ განევითარებინათ უნარები, შემდგომში მათი ცოდნის გადასაცემად საქართველოს ყველა სასამართლოში.
ერთი სესია მიეძღვნა მეთოდოლოგიის შემუშავებას, რომელიც დაფუძნებულია CEPEJ-ის მიერ ამ სფერში დაგროვებულ გამოცდილებასა და კრიტერიუმებზე, მონაცემთა შეგროვების, გადაცემის და ანალიზის ხელშეწყობის გაუმჯობესებისა და სტანდარტიზაციის მიზნით. ეს მეთოდოლოგია წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს საქართველოს სასამართლო სისტემის მოდერნიზებისკენ და ასევე მიზნად ისახავს მონაცემთა უფრო ეფექტურად გამოყენებას სასამართლო სისტემაში გადაწყვეტილების მიღებისთვის.
აღნიშნული აქტივობა ორგანიზებული იყო პროექტის ‘’სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭროს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის III (2023-2027) ფარგლებში და ‘’სასამართლო რეფორმის შედეგების უკეთ შეფასების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში’’, რომელიც თანა- დაფინასებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ.




