ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა წარმატებით ჩაატარა ცნობიერების ამაღლების შეხვედრების კიდევ ერთი სერია ბავშვების სექსუალური ძალადობისგან (მათ შორის ონლაინ ძალადობისგან) დაცვის შესახებ, ამჯერად სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონებში. სამი ადგილობრივი კონსულტანტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ინტერაქტიულ, ერთდღიან სესიებში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა 14 წლის და უფროსი ასაკის სკოლის მოსწავლემ და მათმა მშობლებმა/მზრუნველებმა.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სექსუალური ძალადობის ნიშნების ამოცნობაზე, ონლაინ უსაფრთხოებაზე, თავის დაცვის სტრატეგიებზე და მშობლების მნიშვნელოვან როლზე პრევენციასა და მხარდაჭერაში. მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ აქტივობებში, რამაც ხელი შეუწყო ცნობიერების ამაღლებას და დაცვის მექანიზმების უკეთ გააზრებას. ინიციატივამ გააძლიერა როგორც ბავშვები, ასევე მშობლები/მზრუნველები, გააუმჯობესა მათი ცოდნა საკუთარი უფლებებისა და მხარდამჭერი სერვისების შესახებ, გაზარდა მათი თავდაჯერება საჭიროების შემთხვევაში დახმარების თხოვნის მიზნით.
ეს შეხვედრები ევროპის საბჭოს მიმდინარე პროექტის – „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ – ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება.




