Back ცვლილებების ხელშეწყობა: ახალგაზრდები სიძულვილის ენისა და უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად გადამზადდნენ

ცვლილებების ხელშეწყობა: ახალგაზრდები სიძულვილის ენისა და უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად გადამზადდნენ

გარემოში, სადაც სიძულვილის ენა ხშირად ნორმალიზებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში — საუბრებში, მედიასა და ონლაინ სივრცეებში, უფრო რთულია მისი ამოცნობა და კიდევ უფრო რთული — მასთან დაპირისპირება.

იმის გააზრება, თუ როგორ არის სიძულვილის ენა ღრმად ფესვგადგმული სტიგმებისა და სტერეოტიპების სახით და როგორ იწვევს ის დისკრიმინაციას, გარიყვასა და უთანასწორობას, მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. სწორედ ამ საკითხს შეეხო ახალგაზრდებთან გამართული სემინარი.  სამი დღის განმავლობაში, 22 მოსწავლე აღმოსავლეთ საქართველოდან, გაეცნო სიძულვილის ენის თეორიულ ასპექტებსა და რეალურ ცხოვრებაში არსებულ მაგალითებს და გავლენას. ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული სესიების მეშვეობით, მათ მეტი გაიგეს ადამიანის უფლებების შესახებ და გააანალიზეს, თუ რა ფორმები შეიძლება მიიღოს სიძულვილის ენამ, განსაკუთრებით კი ციფრულ სივრცეში, და იმსჯელეს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენისგან დაცვას შორის ბალანსის მნიშვნელობაზე.

დიდი ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ რეაგირებას, რადგან მონაწილეები მუშაობდნენ ბულინგისა და კიბერბულინგის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაზე, სტერეოტიპებთან დაპირისპირებასა და ყოველდღიურ სიტუაციებში სიძულვილის ენის საწინააღმდეგო ნარატივების შემუშავებაზე. 

"აქ გენდერული როლების შესახებ უამრავი მცდარი შეხედულებით მოვედი და საერთოდ არ მესმოდა, როგორ შეიძლება მომაყენოს ზიანი სიძულვილის ენამ და ბულინგმა. ამ სემინარმა ძალიან შემცვალა, ახლა ვიცი, რომ ყველაზე მცირე ქმედებებსაც კი შეუძლია ბევრი რამ გააუმჯობესოს" – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

სემინარის შინაარისთვის გამოყენებული იყო ევროპის საბჭოს საგანმანათლებლო მეთოდოლოგიები, მათ შორის Compass-ის, Bookmarks-ისა და WE CAN!-ის კამპანიის ინსტრუმენტები, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეობით და სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას და სწავლებას ხდიდა როგორც რელევანტურს, ისე პრაქტიკულად გამოყენებადს.

ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებმა გამოავლინეს გაუმჯობესებული უნარი, კრიტიკულად გაეანალიზებინათ სიძულვილის ენა, უკეთ გაეგოთ მისი გავლენა ინდივიდებსა და საზოგადოებაზე და კონსტრუქციულად ემოქმედათ, რაც უფრო ინკლუზიური და პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

რეგიონული საქმიანობის გაძლიერება

საქართველოს რეგიონებში განხორციელებულმა ყველა აქტივობამ ხელი შეუწყო ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მდგრადი მექანიზმების მხარდაჭერასა და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას.  რეგიონული აქტივობები ასევე ხელს უწყობს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობადობის გაზრდას.

ეს აქტივობები ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.

კახეთი, საქართველო 27-29 მარტი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge