Back დიალოგი პარტნიორებთან საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით

დიალოგი პარტნიორებთან საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით

2025 წლის 17 ივლისს,  ევროპის საბჭომ პროექტის – „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ – ფარგლებში, თბილისში  შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება იყო.

ღონისძიების პირველ ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლემა, მეორე ნაწილი კი გაგრძელდა სახელმწიფო უწყებებთან კონსულტციებით. მონაწილეებმა განიხილეს ბავშვთა დაცვის სისტემებთან დაკავშირებული სიტუაციური ანალიზის მიგნებები, ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები. მათ იმსჯელეს ქვეყანაში არსებული ბავშვთა დაცვის გარემოს, გამოწვევებისა და გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ბავშვთა დაცვის ეფექტიანი მექანიზმების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ციფრულ სივრცეშიც. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი როლი ბავშვთა უფლებების განმტკიცებაში და გამოიკვეთა თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავების შესაძლებლობები.

ღონისძიებაში მონაწილე მმართველი კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო უწყებებმა დაადასტურეს ბავშვთა დაცვის რეფორმების მხარდაჭერა და ლანზაროტის კონვენციასთან შესაბამისობის გაღრმავების აუცილებლობა. მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს უწყებათაშორისი კოორდინაციისა და გრძელვადიანი ჩართულობის აუცილებლობაზე, რათა ეფექტიანად იქნას დაძლეული ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ექსპლუატაციისა და კიბერდანაშაულის ყველა ფორმა.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო საქართველოში ბავშვთა დაცვის მიმართულებით რეფორმების გაგრძელების საკითხის წამოწევას და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საჭიროებას.

ეს ინიციატივა ევროპის საბჭოს მიმდინარე პროექტის – „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ – ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

თბილისი, საქართველო 17 ივლისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge