ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აძლიერებს თანამშრომლობას და პარტნიორობას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან უფრო უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად. დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად, მანდატურებისა და სოციალური მუშაკების უნარების გაძლიერება და მეთოდებით აღჭურვა მიზნად ისახავს ისეთი სასწავლო გარემოს ფორმირებას, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად იგრძნობს.
მიმდინარე წელს ოცმა მანდატურმა და სოციალურმა მუშაკმა, საქართველოს შვიდი რეგიონიდან, წარმატებით გაიარა ხუთდღიანი ტრენინგი ადამიანის უფლებების სწავლებაზე. ტრენინგმა მონაწილეებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების შესახებ სიღრმისეული ცოდნა მისცა. მონაწილეებმა, აგრეთვე, შეიძინეს პრაქტიკული უნარები სტიგმის, სტერეოტიპების, ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად.
პრაქტიკული მაგალითებისა და შემთხვევების განხილვის შედეგად, მონაწილეებმა შეიძინეს საჭირო ცოდნა სკოლებში დისკრიმინაციის ამოცნობისა და რეაგირებისთვის, აგრეთვე, სავარაუდო არასრულწლოვანი მსხვერპლის დახმარებისას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენება. ინტერაქტიული აქტივობებისა და ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას, მონაწილეებმა იმსჯელეს როგორ დაეხმარათ ტრენინგი პროფესიული უნარების გაძლიერებაში, და როგორ შეიძლება თეორიული ცოდნის ყოველდღიურ პრაქტიკაში თავდაჯერებულად გამოყენება. გადამზადებული მანდატურები და სოციალური მუშაკები მზად არიან, შექმნან ადამიანის უფლებების კულტურაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო.
ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშველობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.




