Back ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს ეწვია

2024 წლის 18-29 ნოემბერს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეისწავლა დროებითი მოთავსების  იზოლატორებში მყოფი პირების, მათ შორის თბილისში მიმდინარე სახალხო დემონსტრაციების დროს დაკავებულთა მიმართ გამოყენებული მოპყრობა და გარანტიები. ასევე გაეცნო რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების მდგომარეობა. გარდა ამისა, დელეგაციამ მოინახულა სამი ფსიქიატრიული საავადმყოფო, სადაც შეისწავლა პაციენტების მოვლის და საცხოვრებელი პირობები, ასევე განიხილა იძულებითი ჰოსპიტალიზაციის სამართლებრივი გარანტიების გამოყენება. ამ ვიზიტით შესაძლებელი გახდა, ხელისუფლების მიერ წინა ვიზიტების საფუძველზე CPT-ის ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების განხორციელების პროგრესის შეფასება.

ვიზიტის მსვლელობისას დელეგაციამ კონსულტაციები გამართა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ ნიკა ცხვარაშვილთან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ კოკა კაციტაძესთან, აგრეთვე აღნიშნული სამინისტროებისა და უწყებების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.

დელეგაცია ასევე შეხვდა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს და მისი ოფისის ეროვნული პრევენციული მექანიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ვიზიტში მონაწილეობდნენ CPT-ის შემდეგი წევრები:

  • თერეზ რიტერი, CPT-ის მეორე ვიცე-პრეზიდენტი (დელეგაციის ხელმძღვანელი)
  • ჰანს ვოლფი, CPT-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
  • ლის-ლოტე კარლსონი
  • ნიკოლა კოვაჩევიჩი
  • ალექსანდრე მინჩევი
  • ჯეიჰუნ ყარაჩევი
  • რაზვან-ჰორაციუ რადუ.

დელეგაციისას თან ახლდნენ CPT-ის სამდივნოს წარმომადგენლები: ბორის ვოდსი (განყოფილების ხელმძღვანელი), ელვინ ალიევი და აიკატერინი ლაზანა, და ექსპერტი იუტა ჰეილმანი, ფსიქიატრიის, სამედიცინო ფსიქოთერაპიის და ზოგადი მედიცინის კონსულტანტი (ავსტრია).

დელეგაციამ შემდეგი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები მოინახულა:

დროებითი მოთავსების დაწესებულებები:

  • დროებითი მოთავსების იზოლატორი ბათუმში
  • დროებითი მოთავსების იზოლატორი ქობულეთში
  • დროებითი მოთავსების იზოლატორი ქუთაისში
  • დროებითი მოთავსების იზოლატორი მცხეთაში
  • დროებითი დაკავების იზოლატორი  ოზურგეთში
  • დროებითი მოთავსების იზოლატორი რუსთავში
  • დროებითი მოთავსების იზოლატორი №1, №2 და №3 თბილისში
  • წეროვანის პოლიციის განყოფილება

პენიტენციური დაწესებულებები:

  • პენიტენციური დაწესებულება №1, ლაითური
  • პენიტენციური დაწესებულება №2, ქუთაისი
  • პენიტენციური დაწესებულება №8, გლდანი
  • პენიტენციური დაწესებულება №15, ქართლი
  • პენიტენციური დაწესებულება №18 (ციხის საავადმყოფო), გლდანი

ფსიქიატრიული დაწესებულებები:

  • ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიის დეპარტამენტი (ხელვაჩაურის ფსიქიატრიული საავადმყოფო)
  • ეროვნული ცენტრი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ხონში (ქუთირის ფსიქიატრიული საავადმყოფო)
  • თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი.

 

CPT და საქართველო

თბილისი, საქართველო 2 დეკემბერი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge