Back „ჩვენ გვიყვარს კითხვა“ - ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაცია

„ჩვენ გვიყვარს კითხვა“ - ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაცია

2017 წლის 24 მარტს ევროპის საბჭომ და ევროკავშირის დელეგაციამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით, ჩაატარა ღონისძიება „ჩვენ გვიყვარს კითხვა 2017“, რომელიც ეძღვნებოდა მცირეწლოვანი ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება 2015 წლის 26 ნოემბერს წარმატებულად ჩატარებული პირველი ღონისძიების გაგრძელებაა, რომელის მიზანიც არის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების ქართული სამეტყველო და ლიტერატურული ენის გამდიდრება, წიგნიერების ზრდის ხელშეწყობა, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართულენოვან გარემოსთან ხანგრძლივი და ეფექტური ურთიერთობის გზით. შედეგად მას მონაწილეთა დამეგობრება, ერთმანეთის კულტურის და ენობრივი მრავალფეროვნების უფრო ახლოს გაცნობა მოყვა.

რეგიონებიდან ჩამოსული საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეები შეხვდნენ თბილისის საშუალო სკოლების ქართულენოვან მოსწავლეებს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი და აზერბაიჯანელი კლასიკოსების ლექსები ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, ისაუბრეს მათ შემოქმედებაზე, წარმოადგინეს ნაწარმოებების შინაარსი, მათი ინსცენირება, შეასრულეს სიმღერები და სხვა. დასასრულს, მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და საჩუქრები.

2017 წლის 31 მარტს და 7 აპრილს  დაგეგმილია მსგავსი ღონისძიების გამართვა  წალკის, ნინოწმინდის, ბოლნისის, მარნეულისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის კავშირისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“  ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge