Back კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია საქართველოს 3-4 თებერვალს ეწვევა

კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია საქართველოს 3-4 თებერვალს ეწვევა

მისიის მიზანია არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.

დელეგაცია კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსის, რეგიონების პალატის პრეზიდენტი სესილია დალმან-ეეკის და ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის პრეზიდენტი ბერნდ ვოჰრინგერის შემადგენლობით, შეხვედრებს გამართავს საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან. დელეგაციას თან ახლდება კონგრესის გენერალური მდივანი, მეთიუ მორი.

ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული როგორც ლეგიტიმაციისა და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ, ცოტა ხნის წინ, კონგრესის პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიას მოსაზრების მომზადება სთხოვა, ვინაიდან ამ ცვლილებებმა შესაძლოა პროპორციული სისტემის შესუსტებას და მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უმრავლესობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.

თბილისი, საქართველო 21 იანვარი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge