Back ტენდერი ეროვნულ დონეზე საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად

ტენდერი ეროვნულ დონეზე საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად

ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი ტენდერს აცხადებს.

საკონსულტაციო მომსახურება გულისხმობს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს  სამოქმედო გეგმის (2020-23 და 2024-27) ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან თანამშრომლობით კონკრეტული აქტივობების განხორციელებას შემდეგ თემატურ საკითხებზე: მონაწილეობითი დემოკრატია, დეცენტრალიზაცია და მრავალდონიანი დიალოგი, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება და მონაცემებზე დაფუძნებული მმართველობა, კომუნიკაციისა და ადვოკატირების სტრატეგიები,  სოციალური და ქცევითი ცვლილებები.

მომსახურების დაწყების სავარაუდო თარიღია 2025 წლის 1 სექტემბერი.

ტენდერის აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა: 2025 წლის 27 მაისი.

სატენდერო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ წინასწარ გაეცნონ სატენდერო განაცხადსა და ხელშეკრულებას, სადაც სრულად არის მოცემული სამუშაო ვადები, პირობები და საქმიანობის სფეროები.

თბილისი, საქართველო 5 მაისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge