პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ (ფაზა II) ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლითაც პროექტი კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურებამ უნდა დაფაროს შემდეგი თემები: ზოგადი განათლება, განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის, სკოლის დემოკრატიული მმართველობა და ახალგაზრდული საქმიანობა.
- LOT 1: ფასილიტატორის სერვისი
- LOT 2: შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენინგის სერვისი
- LOT 3: პროექტების კოორდინატორის სერვისი
ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილსა და სახელშეკრულებო ფორმაში:
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ივლისი, 23:59 (CEST). ყველა განაცხადი და დამხმარე საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ტენდერის საიდენტიფიკაციო ნომერი (2024/AO/53). სხვა მისამართზე გაგზავნილი განაცხადები ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან.
მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე შემდეგ მისამართზე [email protected]