ევროპის საბჭოს პროექტი „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში“ აცხადებს ტენდერს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე შემდეგი თემ(ებ)ის გარშემო:
- ჟურნალისტების დაცვა და უსაფრთხოება (კანონი და პრაქტიკა)
- მედიის რეგულირება (მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ფარგლებში)
- სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPPs)
- ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ევროპის საბჭოს სტანდარტები და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა)
- კვლევები მედიისა და ჟურნალისტიკის სფეროში (მედიაგარემოს შეფასება, ა.შ.).
დასაშვებობის კრიტერიუმები:
- უმაღლესი განათლება სამართალში / პოლიტიკურ ან სოციალურ მეცნიერებებში / საერთაშორისო ურთიერთობებში / საჯარო ადმინისტრირებაში / ჟურნალისტიკაში / კომუნიკაციაში
- მინიმუმ ერთი წლიანი პროფესიული გამოცდილება საქართველოში, ტენდერის ზემოაღნიშნულ სულ მცირე ერთ თემაზე.
- ქართული ენის სრულყოფილად (მშობლიურ დონეზე) ცოდნა.
წარსადგენი დოკუმენტები:
- ხელშეკრულების შევსებული და ხელმოწერილი ასლი
- დეტალური CV, სასურველია Europass-ის ფორმატში, რომელშიც მითითებული იქნება:
- მონაწილის მიერ დასაშვებობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნის შესახებ ინფორმაცია
- ტენდერის თემ(ებ)ის მიმართულებით არსებული გამოცდილება; სასურველია, თან ახლდეს დანართები ან აქტიური ბმულები ისეთ დოკუმენტებზე, როგორიცაა ექსპერტთა მოსაზრებები, კანონმდებლობის შეფასებები, ანგარიშები და მონაწილის მიერ მომზადებული სხვა შესაბამისი მასალები.
- ყველა მფლობელისა და აღმასრულებელი ოფიცრის სია, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის.
სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:
- ტენდერის შესახებ ინფორმაცია და ხელშეკრულება.
- როგორ მიიღოთ მონაწილეობა ტენდერში?
- განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 მარტი, 23:59 სთ (CET).
ეს მნიშვნელოვანია:
განაცხადი უარყოფილი იქნება, თუ:
- ის მიღებულია დადგენილი ვადის შემდეგ.
- ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და დათარიღებული.
- CV ნათლად არ აჩვენებს, რომ განმცხადებელს აქვს მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება ჩამოთვლილი სფეროებიდან ერთ-ერთში:
- ჟურნალისტების დაცვა და უსაფრთხოება (კანონები და პრაქტიკა)
- მედიის რეგულირება (საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონი და შესაბამისი კანონმდებლობა)
- სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPPs)
- ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ევროპის საბჭოს სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობა)
- კვლევები მედიისა და ჟურნალისტიკის სფეროში (მედიაგარემოს შეფასება, ა.შ.).
- CV ნათლად არ აჩვენებს, რომ განმცხადებელს აქვს უნივერსიტეტის ხარისხი შემდეგ დარგებში: სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება, ჟურნალისტიკა ან კომუნიკაცია.
- CV არ მიუთითებს ქართული ენის სრულყოფილ ფლობას (მშობლიური დონე).
- განაცხადს აკლია ყველა მფლობელისა და აღმასრულებელი ოფიცრის სია, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით “Tender for national consultancy in the field of Freedom of Expression and media”.
ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შემდეგი სათაურით: “Questions – Tender for national consultancy in the field of Freedom of Expression and media.”
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 3 მარტი, 23h59 CET(სატენდერო აპლიკაციის შემოტანის ვადამდე 5 სამუშაო დღით ადრე). შემოსულ კითხვებზე კონსოლიდირებული პასუხები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 4 მარტს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათისაა და არ ანაცვლებს სატენდერო დოკუმენტაციის დეტალურად გაცნობის ვალდებულებას. თუ აქ მოცემული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსთან შეუსაბამობაშია, უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსს.




