Back მოწვევა ტენდერზე - გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ღონისძიებების განხორციელება

განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
მოწვევა ტენდერზე - გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ღონისძიებების განხორციელება

ევროპის საბჭოს პროექტი „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ აცხადებს ტენდერს პროვაიდერების ბაზის შესაქმნელად, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ღონისძიებების განხორციელება.

დავალების და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:

განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა - მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 მარტი 23:59 სთ (ცენტრალური ევროპის დროით). ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.

აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით - „Tender - BH9188/1-14/02/2025- Provision of local level activities on GE, VAW and DV.

თბილისი, საქართველო 24 თებერვალი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge