Back მოწვევა ტენდერზე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება

განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
მოწვევა ტენდერზე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება

ევროპის საბჭო ამჟამად ახორციელებს ორ პროექტს „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში “ და „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს პროვაიდერების ბაზის შესაქმნელად, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება.

დავალების და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:

განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა. მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 24 თებერვალი, 23:59 სთ (ცენტრალური ევროპის დროით). ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.

აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  სათაურით - “Tender – BH4960/9189 – Provision of local level activities on combating hate speech”.

 

თბილისი, საქართველო 24 დეკემბერი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge