Back დუმილის დარღვევა: ბავშვთა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალური ქცევის ცვლილებების გზით

დუმილის დარღვევა: ბავშვთა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალური ქცევის ცვლილებების გზით

2025 წლის 16-17 სექტემბერს, ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, თბილისში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას ბავშვებთან და ბავშვებისთვის მომუშავე პროფესიონალების საქმიანობაში სოციალური ქცევის ცვლილების მეთოდოლოგიის ინტეგრირების გზით.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა, დამოუკიდებელმა ადგილობრივმა ექსპერტებმა და პროფესიონალებმა, მათ შორის ფსიქოლოგებმა და იურისტებმა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ეხელმძღვანელათ რეალური ცხოვრებისეული მაგალითებით, გაეანალიზებინათ ქცევითი გამოწვევები და გამოეყენებინათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები იმისთვის, რომ, გაეუმჯობესებინათ რეაგირება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე.

ტრენინგს უძღვებოდა ნატალია ვუტოვა - ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ადგილობრივ კონსულტანტთან - რუსუდან კვაჭანტირაძესთან ერთად.

ინტერაქტიული სესიების, სავარჯიშოებისა და როლური თამაშების მეშვეობით მონაწილეებმა:

• მეტი გაიგეს ქცევითი მეცნიერების პრინციპების შესახებ;

• გამოიყენეს მიღებული ცოდნა პროფესიულ პრაქტიკაში;

• გაიუმჯობესეს უნარები, რომ განახორციელონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბავშვთა დაცვის ინიციატივები.

ევროპის საბჭო აგრძელებს პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ბავშვთა დაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ბავშვი გაიზარდოს უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში.

თბილისი, საქართველო 16-17 სექტემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge