Back გახდი თანასწორობის ელჩი - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში კონკურსს აცხადებს

გახდი თანასწორობის ელჩი - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში კონკურსს აცხადებს

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომ განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ისეთი საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და თანასწორობა.

თანასწორობის ელჩის მანდატი 2025 წლის დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რატომ უნდა გახდე თანასწორობის ელჩი?

თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურობა და ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით თანასწორობის ელჩებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებში საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით.

ვის შეუძლია გახდეს თანასწორობის ელჩი?

თანასწორობის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოთ ახალგაზრდა თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან ან ახმეტის მუნიციპალიტეტიდან (უპირატესობა მიენიჭება წარმომადგენლებს პანკისის ხეობიდან). სასურველია იყოთ 18-25 წლის.
  • გქონდეთ 2 წლიანი გამოცდილება თემის მობილიზებისა და ჩართულობის შესახებ;
  • იზიარებდეთ ევროპის საბჭოს ღირებულებებს;
  • გქონდეთ ზოგადი ინფორმაცია ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის შესახებ;
  • გქონდეთ საკმარისი დრო, მოტივაცია და გამოცდილება ინიციატივების დამოუკიდებლად განხორციელებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • პირადი რეზიუმე (CV), სადაც მოცემულია ინფორმაცია თქვენი რელევანტური გამოცდილების შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი;
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • 500 სიტყვიანი იდეის მონახაზი, რომლის განხორციელებაც თქვენი აზრით კარგი იქნება თქვენს რეგიონში/თემში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით.

შერჩევის პროცესი:

მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი დოკუმენტებისა და ინტერვიუს საფუძველზე.

დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 1 მარტი, 2024 წ.

მითითებული ვადის გასვლის  შემდეგ მიღებული აპლიკაციები არ განიხილება. აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  სათაურით: თანასწორობის ელჩი

თანასწორობის ელჩის კონკურსი ტარდება ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში 2024-2027 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

30 იანვარი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge