Back საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლოების გაზრდის პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლოების გაზრდის პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაზრდის პროექტის პრეზენტაცია 1 ნოემბერს თბილისში, მართლმსაჯულების სახლში შედგა. პროექტის მიზანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაზრდა და მაღალი ხარისხის ტრენინგების ორგანიზება მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლებისთვის.  პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, პროკურორები, დონორი ორგანიზაციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ ბ.ნ ვალერი ცერცვაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს თანამშრომლობისთვის, რომელიც ემყარება აქტიურ ორმხრივ დიალოგს და საქართველოს რეალურ საჭიროებებს მართლმსაჯულების სფეროში; მან გამოხატა აქტიური ჩართულობის მზადყოფნა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქ.ნ ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სასამართლო სტრატეგიის შემუშავებაში ევროპის საბჭოს აქტიური მონაწილეობითაც ვლინდება. სტრატეგია ემსახურება ევროპის საბჭოს სტანდარტების დანერგვას მოსამართლეთა გადამზადების სფეროში. ამ განცხადებებს გამოეხმაურნენ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებიც, რომლებმაც გამოთქვეს დიდი სურვილი, განაგრძონ სკოლასთან თანამშრომლობა და განახორციელონ ის საქმიანობა რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპის საბჭოს მონიტორინგისა და სტანდარტების შემქმნელი ორგანოების რეკომენდაციებთან.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა, ბ.ნ ლაშა მაღრაძემ საზოგადოებას წარუდგინა პროექტის მიზნები და დაგეგმილი საქმიანობა. პროექტის გუნდმა ასევე მოიწვია ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ესტონეთის უზენაესი სასამართლოდან, რომელმაც სტუმრებს  სასამართლო პრაქტიკის ანალიზის, როგორც ტრენინგის საჭიროებათა შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. სასამართლო პრაქტიკის ანალიზი მიმდინარე პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრეზენტაციას მოჰყვა აქტიური დისკუსია პრაქტიკის ანალიზის ოპტიმალური, ქართულ მართლმსაჯულებაზე მორგებული მოდელის შესამუშავებლად.    

პროექტის გახსნითი ღონისძიების შემდეგ ჩატარდა მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა, რომელზეც დამტკიცდა კომიტეტის საქმიანობის წესდება და პროექტის 6 თვის სამოქმედო გეგმა.    

პროექტის ხანგრძლივობა 18 თვეა და დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

 

მედია მიმოხილვა:

საზოგადოებრივი მაუწყებელი

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. პროექტი უმაღლესი სკოლის სტრატეგიულ გეგმაში გათვალისწინებული მიზნების შესრულებაზეა ორიენტირებული რომელიც მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გეგმის დახვეწას გულისხმობს. პროექტი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციურ გაძლიერებას ითვალისწინებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4012665

 

მაესტრო

იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ დღეს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ახალ პროექტს "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერებას" უმასპინძლა. პროექტი 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4012205

 

იმედი

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება - ეს არის ახალი პროწქტი, რომელიც სკოლის სტრატეგიული მიზნების შესრულებზეა ორიენტირებული. დაგეგმილია ტრენინგები და სხვადასხვა სასწავლო ვიზიტების ორგანიზება, ასევე ბიბლიოთეკის რესურსების გაძლიერება. პროექტი 18-თვიანია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4012016

 

ტვ პირველი

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტი 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობას, ასევე თავანედროვე მეთოდოლოგიებსა და სტანდარტებზე დაფუძნებული ტრენინგების განხორციელებას. პროგრამა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით იმართება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4011646

1 ნოემბერი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge