Back სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემაჯამებელი განხილვა იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებისა და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით

2014 წლის 28-30 ნოემბერს, გუდაურში გაიმართა 2014-2018 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებისა და იმ ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, ვინც ჩართული იყო აღნიშნული დოკუმენტების შემუშავებაში. შეხვედრის მიზანი იყო მოცემული მომენტისთვის მიღწეული პროგრესის განხილვა და შემდგომი რეკომენდაციების მიწოდება.

ქართველი ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იქნა საჭიროებათა ანალიზის დროს გამოყენებული მეთოდოლოგია. მათ დეტალურად აუხსნეს მონაწილეებს სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემუშავების ყველა ეტაპი და განმარტეს სამოქმედო გეგმაში მოცემული კონკრეტული დავალებების მნიშვნელობა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მმართველმა გუნდმა წარმოადგინა სამი სტრატეგიული მიმართულება და თანამშრომლებს განუმარტა დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებისთვის  მნიშვნელოვანი ამოცანები. წარმოდგენილი იქნა აგრეთვე ახლად შექმნილი მონიტორინგის მექანიზმიც.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება და ამის დასტურად შემაჯამებელ შეხვედრაზე რამდენიმე მაგალითი იქნა წარმოდგენილი. კონკრეტულად, ტრენინგების განყოფილება აქტიურად იყენებს ტრენინგების შეფასების კირკპატრიკის მოდელს (ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად), რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აფასებს არა მხოლოდ ტრენინგების ორგანიზებასა და ლოჯისტიკას, არამედ ტრენინგის მიზნების შესრულებას, მეთოდოლოგიასა და ტრენერებს, ასევე მონაწილეთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. სასწავლო კურიკულუმების შემუშავება სხვადასხვა თემაზე კიდევ ერთი მაგალითია, რაც სკოლის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან მისი საშუალებით იუსტიციის უმაღლეს სკოლას შეეძლება დაგეგმოს და ჩაატაროს ტრენინგები დამოუკიდებლად, სკოლაში შექმნილი ტრენერთა ჯგუფის საშუალებით.

ამ აქტივობის შედეგად, მოხდა სამოქმედო გეგმაში გაწერილი თითოეული ამოცანის დეტალური დაგეგმვა 2015 წლისთვის, რაც სტრატეგიის შესაბამის დონეზე შესრულების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

ამ აქტივობის ორგანიზება მოხდა ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ჰოლანდიის მთავრობის ნებაყოფლობითი კონტრიბუციით.   

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page