Back “დემოკრატია იწყება შენი ხმით“ - ევროპის საბჭოს საზაფხულო აკადემია

“დემოკრატია იწყება შენი ხმით“ - ევროპის საბჭოს საზაფხულო აკადემია

დემოკრატიული კულტურის განვითარებაში მოსწავლეების ჩართულობას სასკოლო თუ სათემო ცხოვრებაში დიდი როლი აქვს. ისეთი სივრცეები, რომლებიც მოსწავლეების მიერ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, იდეების გენერირებას და სკოლასა თუ თემში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ფიქრის საშუალებას იძლევა ხელს უწყობს დემოკრატიული კულტურის განვითარებას და ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესს. სწორედ ასეთი სივცრე შექმნა ევროპის საბჭომ საზაფხულო აკადემიის „დემოკრატია იწყება შენი ხმით“ სახით, რომელიც შემუშავდა და განხორციელდა პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში.

საზაფხულო აკადემია 24-30 ივლისს, ლოპოტაზე გაიმართა, სადაც, საქართველოს 9 რეგიონიდან, 32 სკოლის 64 მოსწავლე მონაწილეობას იღებდა. ერთ კვირიანი ინტენსიური პროგრამა  „დემოკრატია იწყება სკოლაში“ პროექტის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით შეიქმნა და მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა მონაწილეობა, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, მოხალისეობა, თემთან ურთიერთობა,  და სხვა.

აკადემიაში, პროექტების წერასა და მართვას განსაკუთრებული ყურადღება და დრო დაეთმო. მონაწილეებს, პროგრამის ბოლო ორ დღეს, საშუალება ჰქონდათ  საკუთარი სკოლისა და თუ თემში არსებული გამოწვევების დაძლევისკენ მიმართულ პროექტებზე ემუშავათ. საზაფხულო აკადემიის განმავლობაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მონაწილეებს შემდეგი 3 თვის მანძილზე ექნებათ. მათ აკადემიაში შემუშავებული საპროექტო იდეების  განხორციელებაში ევროპის საბჭოს ექსპერტები მენტორობას გაუწევენ. შედეგად, მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი ინიციატივების დახვეწას, გაზიარებას და განხორციელებას. რაც მთავარია, ამ პროექტების მეშვეობით, ისინი უკეთ გაითავისებენ საკუთარი ხმის და ჩართულობის მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა თუ თემში.

საზაფხულო აკადემია „დემოკრატია იწყება შენი ხმით“ მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ დემოკრატიული კულტურისთვის საჭირო კომპეტენციები, მონაწილეობის როლი და დონეები, მოხალისეობის და აქტივიზმის მნიშვნელობა, პროექტების მართვის ეტაპები და პრაქტიკა და ნათლად დაენახათ მათი იდეების, ხმის და ჩართულობის როლი დემოკრატიული კულტურის განვითარების პროცესში.  

*პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში-მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

1 აგვისტო 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge