ღონისძიებები

Back მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ახალგაზრდები სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის საპასუხოდ მცირე მასშტაბის პროექტებს გეგმავენ

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ახალგაზრდები სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის საპასუხოდ მცირე მასშტაბის პროექტებს გეგმავენ

10 აგვისოს დასრულდა ტრენინგ კურსი „ჩვენ ერთად, ჩვენ შევძლებთ!“ სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მოქმედებისთვის, რომელიც განხორციელდა ევროპის საბჭოსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით.  ტრენინგ კურსი ჩატარდა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი განხორციელდა ონლაინ 27 ივლისიდან 4 აგვისტომდე, ხოლო მეორე ნაწილი კი ოფლაინ - 6 -10 აგვისტოს. ტრენინგებს უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ასოციაცია“.

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, აჭარიდან და ახმეტის მუნიციპალიტეტიდან.

ონლაინ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ადამიანის უფლებების შესახებ ევროპის საბჭოს განმარტებებს, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების განმარტებებს, სიძულვილის ენის სტრუქტურულ განვითარებასა და დისკრიმინაციას. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ონლაინ დავალებებში, რათა ესწავლათ თუ როგორ უნდა იმუშავონ რასისტული სტერეოტიპების, ცრურწმენების, სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ალტერნატიული ნარატივების საშუალებით და რათა ცოდნა აემაღლებინათ  ევროპის საბჭოს არაფორმალური განათლების სახელმძღვანელოების შესახებ.

ტრენინგის ოფლაინ ნაწილის საშუალებით მონაწილეებმა ისწავლეს სხვადასხვა პრაქტიკა, მეთოდები და გამოცდილებები ონლაინ და  ოფლაინ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და დაგეგმეს ის აქტივობები, რომელთა ორგანიზებაც ტრენინგების შემდგომ ეტაპზე შეუძლიათ.

ახალგაზრდებს ასევე შეეძლოთ სხვადასხვა ალტერნატიული ნარატივების შემუშავება და განვითარება. ტრენინგის შემდგომი ფაზა მოიცავს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობას მათ თემში და მის ფარგლებს გარეთ დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის საპასუხოდ  საერთო პროექტების განხორციელების მიზნით.

ეს აქტივობა ტარდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page