The organisation

ევროპის საბჭოს ძირითადი ოფისი მდებაროებს სტრასბურგში, საფრანგეთში. იგი წარმართავს გარე ოფისებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამეკავშირეო ოფისების საქმიანობას. ძირითად ოფისში დასაქმებულია 2200 ადამიანი. ევროპული ახალგაზრდული ცენტრი სტრასბურგსა და ბუდაპეშტში ახალგაზრდებს სთავაზობს ტრენინგებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში.

შენობები
 

 Palais de l'Europe - ევროპის სასახლე

ევროპის საბჭოს ძირითადი შენობაა Palais de l'Europe - ევროპის სასახლე - რომელიც ფრანგმა არქიტექტორმა ჰენრი ბერნარდმა დააპროექტა და 1977 წელს გაიხსნა. მის შესასვლელში აღმართულია ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს დროშა. გარე ფასადზე ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ფერის მოზაიკა ბეტონის საბჯენებზე, ალუმინის საფარი და საკონფერენციო დარბაზების ფართო ფანჯრები. შენობის წინ მწვანე მოლია. ადრე აქ იდგა ევროპის სასახლის წინამორბედი - ევროპის სახლი - Maison de l'Europe.


  აგორა

ევროპის საბჭოს უახლეს შენობას ძველი ბერძნული სახელი - აგორა - ეწოდა, რაც ნიშნავს შეკრების ღია ადგილს. აგორა გაიხსნა 2008 წლის აპრილში. მისი პროექტი ეკუთვნით არქიტექტურულ ფირმებს Art & Build (ბრიუსელი) და Denu et Paradon (სტრასბურგი). შენობის კონცეფცია აერთიანებს თანამედროვეობას, ქმედითობას და გარემოს პატივისცემას. უზარმაზარი მინის ფასადის მიღმა ორი შიდა ატრიუმია, რომლის გარშემოც შეხვედრების ოთახებია განლაგებული. ისინი მოპირკეთებულია სპილენძისფრად. შენობა გადახურულია მეტალის სახურავით. მისი შესასვლელზე გადმოკიდებული ნაწილი თვალისმომჭრელია. სახურავზე ორი საჰაეროა, რომლებიც მზის ენერგიაზე მუშაობს და ატრიუმის ბუნებრივ ვენტილაციას ემსახურება.


  ადამიანის უფლებათა შენობა

ადამიანის უფლებათა შენობა გაიხსნა 1995 წელს. იგი მდინარე ილის ნაპირას დგას და მისი მორკალული კედელი მდინარის კალაპოტის ფორმას იმეორებს. ეს არის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნამუშევარი ბრიტანელი არქიტექტორის რიჩარდ როჯერსისა, რომელიც ასევე პარიზის ჯორჯ პომპიდუს ცენტრის, ლონდონის ათასწლეულის თაღისა და უელსის ნაციონალური ასამბლეის ავტორია. შენობა სიმბოლურია - მისი ფორმა თემიდას მართლმსაჯულების სასწორს წააგავს. შენობის ასაგებად გამოყენებულია თანამედროვე მასალები - მინის თავისუფალი გამოყენება გამჭვირვალობის მეტაფორას წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა შენობის ფასადზეა ორი ცილინდრული ნაგებობა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დარბაზებია განლაგებული.


  მედიკამენტების ხარისხისა და ჯანმრთელობის დაცვის ევროპული დირექტორატი (EDQM)

მედიკამენტების ხარისხისა და ჯანმრთელობის დაცვის ევროპული დირექტორატი აგორასთან ახლოს მდებარეობს. მისი პროექტი მოამზადეს არქიტექტორებმა ბრიუსელში მდებარე კომპანიიდან Art & Build და სტრასბურგში მდებარე კომპანიიდან Denu et Paradon. შენობა გაიხსნა 2007 წელს. მორკალული მინა და ხის სტრუქტურა თანამედროვე ესთეტიკას და მრავალფუნქციურობას აერთიანებს. აქ განთავსებულია ლაბორატორიები, ოფისები და შეხვედრების ოთახები, რითაც შენობა ეთანადება ორგანიზაციის გაფართოებულ როლს ევროპასა და მის მიღმა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით.


  ევროპული ახალგაზრდული ცენტრი

შენობა დააპროექტა ნორვეგიულმა არქიტექტორულმა კომპანიამ „ლუნდი და სლაატო“. ეს თანამედროვე და ფუნქციური შენობა ათიათასობით სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდას იღებს 1972 წლიდან მოყოლებული. ახალგაზრდული ცენტრი ვაკენის უბანში მდებარეობს. სკანდინავიური არქიტექტურის ამ გამოჩენილ ნიმუშში ერთმანეთს ენაცვლება ბეტონისა და ალუმინის კონსტრუქციები და განსაცვიფრებელ ეფექტს ქმნის.

Did you know?
The Council of Europe's 46 member states form a death-penalty-free zone. Since 1985, the abolition of the death penalty has been a requirement for membership of the Council of Europe.

კითხვარი

სად მდებარეობს ევროპის საბჭოს ძირითადი ოფისი?

  1. ბრიუსელში (ბელგია)
  2. ჟენევაში (შვეიცარია)
  3. ჟენევაში (შვეიცარია)
Close

მცდარი პასუხი…

Close

სწორი პასუხი!

Close

მცდარი პასუხი…