ეს ჩვენი ისტორიაა

Back ტიგრან პეტროსიანი

ტიგრან პეტროსიანი

ჭადრაკის მსოფლიო ისტორია სულ რამდენიმე ათეულ პიროვნებას მოიცავს, რადგან დიდოსტატები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დიდი ხნის განმავლობაში არ თმობდნენ. თბილისში დაბადებული და გაზრდილი „რკინის ტიგრანი“ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 1963-1966 წლებში ფლობდა.

ცნობილი მოჭადრაკე ტიგრან პეტროსიანი თბილისში, სომხურ ოჯახში 1929 წელს დაიბადა. ჭადრაკის თამაში თბილისის პიონერთა სასახლეში, ოსტატ არჩილ ებრალიძესთან ისწავლა, რომელსაც მოსწავლე ძალიან აფასებდა და ყოველთვის დიდი პატივისცემით მოიხსენიებდა.

პეტროსიანის პირველი წარმატებული ნაბიჯები თბილისის ვიცე-ჩემპიონობა და საქართველოს ჩემპიონობა იყო. მოგვიანებით საბჭოთა კავშირის ოთხგზის და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ცხრაგზის ჩემპიონი გახდა

მოჭადრაკეს „რკინის ტიგრანი“ მისი თითქმის შეუღწევადი თავდაცვის გამო შეარქვეს. მის სახელს ჭადრაკის მაშინდელ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პოპულარიზებაც უკავშირდება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page