"ვარ სომეხი, დაბადებული საქართველოში და უკრაინული ნაციონალიზმისთვის რუსულ ციხეში მჯდომი" - ამბობდა XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი. კინორეჟისორი, რომელიც მიიღეს, შეიყვარეს და დააფასეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურიზმის იდეას და ამას ფარაჯანოვის ფილმები, თბილისური, ჭრელი ეზოებითა და მასში მცხოვრები პერსონაჟებით, საუკეთესოდ გადმოსცემს.
სერგოს კინოშემოქმედება, რომელიც ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს, ათობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მისი ნამუშევრებით აღფრთოვანებული იყვნენ ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ჟან-ლიუკ გოდარი, ანჟეი ვაიდა, მარჩელო მასტროიანი, ვლადიმერ ვისოცკი...
სწორედ მასზე ამბობდნენ, რომ მსგავსი "მოუთვინიერებელი" და უკომპრომისო შემოქმედების ეშინოდათ საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმში. ეშინოდათ, რადგან ნებისმიერი რეჟიმის უმთავრესი მტერი თავისუფალი ადამიანია


