ეს ჩვენი ისტორიაა

Back ქისტები

ქისტები

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა იყო მრავალფეროვნება, მიმღებლობა და სტუმარ-მასპინძლობა. და როგორ თანაცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში ქართველები და ქისტები?

 

როგორც ისტორია გვიამბობს, ქართველებსა და ქისტებს შორის სოციალური და კულტურული ურთიერთობა, ძმადნაფიცობა, ქორწინება, ნათლობებსა და სხვადასხვა დღესასწაულებში ურთიერთმიპატიჟება მიღებული რამ იყო. მუსლიმი ქისტები მარხვაში ქრისტიანების მსგავასად არ ჭამდნენ ხორცს. ისინი, ისევე როგორც ქართველები, ვაზის მოშენებას მისდევდნენ, სვამდნენ ღვინოს.

 

ბევრი იყო რელიგიური, თუ სოციალურ-კულტურული ტრადიცია და რიტუალი, რომელსაც ქართველები და ქისტები ერთნაირად, ან სულაც ერთ სივრცეში აღასრულებდნენ. ქისტებისთვის დიდი დღესასწაული იყო „ალავერდობა“ (ეელურდი). ამ დღეს ქისტებს ქუდები მიჰქონდათ გასაყიდად, ასევე მიჰყავდათ ავადმყოფი და ღმერთს მის განკურებას სთხოვდენენ. გასული საუკუნის 50-იან წლებამდე სოფ.დუისში მცხოვრები ქისტები, მუსლიმებიც და ქრისტიანებიც მოსალოცად დადიოდნენ „მაისტალას“ ხატზე. ქისტები ხატს სთხოვდნენ ბავშის დაბადებას, განკურნებას, კარგ ამინდს და ა.შ.

 

დღეს ეს ტრადიცია აღარ არსებობს და ის მხოლოდ უხუცესებს ახსოვთ, თუმცა ცოცხალია სხვა რელიგიის (ქრისტიანების) მიმართ პატივისცემის კულტურა. „ამჟამად მაჰმადიანები ვართ, მაგრამ ჩვენ არ გვძულს ქრისტეს რწმენა. ისინი ძმები არიან. რაც მთავარია, ღმერთი - ალაჰი ხომ ერთია. ჩვენი მამა-პაპები კავკასიაში მიღებული სამივე რწმენის მოზიარენი იყვნენ“ - აღნიშნავენ ადგილობრივი უხუცესები.

 

ფოტოსურათი - ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page