ეს ჩვენი ისტორიაა

Back ფარი-ხანუმ სოფიევა

ფარი-ხანუმ სოფიევა

"ჯერ კიდევ ასი წლის წინ, როდესაც საქართველოში, სოფელ ყარაჯალაში კაცები ცეცხლთან ცხელ ჩაის მიირთმევდნენ, ქალები კი საშინაო საქმეებით იტვირთავდნენ თავს, ფარი-ხანუმ სოფიევამ მსოფლიო ისტორიაში თავისი წილი კვალი დატოვა და გახდა არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი.

 

როგორც სხვადასხვა წყაროში ვკითხულობთ, ფარი-ხანუმი მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უწევდა კონკურენციას, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. მისი ბრძოლა კი საბოლოოდ გამარჯვებით დაგვირგვინდა - 1918 წელს დეპუტატის თანამდებობაზე მუსლიმი ქალი აირჩიეს. იგი იყო თბილისის მაზრაში (თბილისის, გარდაბნის, საგარეჯოს, თეთრიწყაროს მუნიციპალუტეტების ტერიტორიას მოიცავდა) ყარაიაზის ოლქის წარმომადგენელი.

 

როგორც სოფლის ბოლოში მცხოვრები რახშანდა სოფიევა ყვება, ფარი-ხანუმი სოფელში ქორწილებში და გასვენებებში მოლასავით ყურანს კითხულობდა და აგროვებდა შემოწირულობებს. მას ხშირად იწვევდნენ დავებში შუამავლად, ეკითხევოდნენ რჩევებს, სოფლის უხუცესები კი მის სიტყვას ემორჩილებოდნენ. თანასოფლელები მას მიაწერენ რკინიგზის ხაზზე სადგურის მოწყობას სოფელ ყარაჯალარისათვის.

 

"ძალიან მამაცი იყო და განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. თუთუნს ეწეოდა, კაცების ყრილობაზეც კი დომინანტი ფიგურა თავად იყო. სოფელში დიდი პატივისცემით სარგებლობდა, ისე კი, მუდამ თან დაჰქონდა თავისი გერმანული რევოლვერი."" - ასე იხსენებენ სოფელში მას.

 

ფარი-ხანუმი ნათელი მაგალითია იმის, რომ ქალები ცვლიან სამყაროს. და ქალები ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ."

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page