ტრენერთა ტრენინგი

იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას HELP-ის კურსების მაღალი ხარისხი, აუცილებელია, მოხდეს ტრენერების (მასწავლებლების) შესაბამისი მომზადება HELP-ის მეთოდოლოგიასა და HELP-ის ელექტრონული სწავლების პლატფორმაში.
ტრენერთა ტრენინგის მიზანია მონაწილეთა მომზადება იმისათვის, რათა მათ ეროვნულ სასწავლო დაწესებულებებში შეასრულონ ტრენერების როლი. პროგრამა მიზნად ისახავს აჩვენოს მონაწილეებს, თუ როგორ უნდა მოხდეს HELP-ის მოდელრი კურიკულუმის ეროვნულ სამართლებრივ ჩარჩოზე მორგება და როგორ უნდა მოხდეს საკუთარი კურსების აგება HELP-ის მეთოდოლოგიის, მოდელური კურსების, მასალების, ინსტრუმენტების და რესურსების გამოყენებით, რომელთა ხილვაც ადვილად შიძლება ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე, ასევე გათვალისინებულია ინტერაქტიული სასწავლო ტექნიკის გამოყენება. ამისათვის არსებული HELP-ის სასწავლო პროგრამა გამოიყენება ტრეინინგის მეთოდოლოგიის საილუსტრაციოდ.
კანდიდატების შერჩევა (TOT-ისთვის) ხდება HELP-ის ქსელ წევრებთან და სხვა ეროვნულ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობის პირობებში, კანდიდატთა წარსულის და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე.
ტრენერთა ტრენინგის (TOT) წარმატებული მონაწილეები ჩაირიცხებიან HELP-ის სერტიფიცირებულ ტრენერთა სიაში, რათა ევროპის საბჭოს ოფისებსა და ეროვნულ სასწავლო დაწესებულებებს შეეძლოთ მათი ჩართვა ეროვნულ ან საერთაშორისო ღონისძიებებში.
ამ ექსპერტებიდან ხდება შერჩევა ასევე HELP-ის დისტანციური ან შერეული სასწავლო კურსების ტრენერებადაც.

HELP-ის სერტიფიცირებული ტრენერები
2014 წლიდან ჩატარებული არის 4 ტრენერთა ტრენინგი. HELP-ის პროგრამის მიერ სერტიფიცირებულია შემდეგი ტრენერები:




