HELP-ის ტრენინგის მეთოდოლოგია
HELP-ის მეთოდოლოგია და რესურსები სისტემურად გამოიყენება ევროპის საბჭოს შესაძლებლობების განვითარებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კუთხით, ორგანიზებულია წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ევროკავშირის / ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამების ფარგლებში.
HELP-ი ორგანიზებას უწევს ტრენერთა ტრენერების სესიებს, რომელთა მიზანია საკუთრების გაზრდა ეროვნული ტრენინგ ცენტრების/ ინსტიტუციების მხრიდან.
HELP-ის მეთოდოლოგია მხედველობაში იღებს/ითვალისწინებს იმ სტრესს და ზეწოლას, რაც დაკავშირებულია იურისტების ყოველდღიურ საქმიანობასთან. დამატებით, მისი ღირებულება ისაა, რომ კურიკულუმში შემუშავებულია მონაწილეთა საჭიროებებზე მორგებულად, გათვალისწინებულია შეხვედრის მონაწილეთა სპეციფიკური სასწავლო საჭიროებები და სწავლის ტემპი, რაც ამ პროგრამას უფრო მოქნილს ხდის.
სასწავლო მასალები შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ იმ მიზნით, რომ მონაწილეებში განვითარდეს შემეცნებითი უნარები, მათ შორის გაგება, პროცედურული და ფსიქიკური უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს იურისტებს შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში, კონკრეტულ სიტუაციებში გამოიყენონ. მოდელური კურიკულუმი არის სრულფასოვანი ინტერაქტიული კურსი, რომელიც შედგება ქვე-თემების მოდულებისგან.
სასწავლო გეგმა/ კურიკულუმი შემუშავებულია სასწავლო მიზნების შესაბამისად. ისინი ასახავენ მოთხოვნების მინიმალურ დონეს, რაც მოსალოდნელია კურსის დამთავრების შემდეგ.
მოდელური სასწავლო გეგმა შემდგომ გადამუშავებულია ადგილობრივი ტრენერის მიერ იმგვარად რომ ტრენინგი მოერგოს ეროვნულს კანონმდებლობასა და ადგილობრივ იურისტებს/ მათ საჭიროებებს. ტრენერი ასევე ტრენინგის ერთ-ერთ საკითხად შეიმუშავებს ევროკავშირის დებულებათა და სასამართლო პრაქტიკის შიდასახელმწიფო დონეზე იმპლემენტაციას.
ინტერდისციპლინარული კურსები, მათ შორის სხვა პროფესიის წარმომადგენლების ჩართულობით შეიძლება გაეშვას პროექტის ფარგლებში(ჯანმრთელობისა და სამედიცინო სპეციალისტები და ა.შ.).
რა თქმა უნდა, კურსის ბოლოს ხორციელდება გამოყენებული მასალების შეფასება მონაწილეთა და მასწავლებლის მოსაზრებების საფუძველზე. კურსი ასევე შეფასებულია დავალებების, საქმის გამოკვლევებისა და ა.შ. საფუძველზე. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო კურიკულუმი იყოს მაღალი ხარისხისა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს თვით-სწავლების რესურსად შესაბამის პლატფორმაზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი იურისტისთვის/ მომხმარებლისთვის HELP-ის შესაბამის პლატფორმაზე.
ერთსა და იმავე ჯგუფში შეიძლება განსხვავდებოდეს ცოდნისა და ინტერესის დონე. სწორედ ამიტომ თითოეული სასწავლო გეგმა შეიცვას ერთი მხრივ, სავალდებულო რესურსებს (მინიმალური წინაპირობები) და მეორე მხრივ, დამატებით რესურსებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მათთვის ვისაც უფრო ღრმად სურს საკითხის შესწავლა.
უფრო მეტიც, ეს კურიკულუმები შეიძლება ინტეგრირებული იყოს ეროვნულ სასწავლებების საბაკალავრო პროგრამებში, როგორც სავალდებულო საგანი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეროვნულ სასწავლებების საბაკალავრო პროგრამები, შეიმუშავებენ ისეთ კურიკულუმებს, რომელიც დაფუძნებული იქნება HELP -ის მეთოდოლოგიაზე და მორგებული იქნება ადგილობრივ მომხმარებელთა მოთხოვნებზე.
HELP მეთოდოლოგია არის იაფი ტქნოლოგია, რადგან დისტანციური სწავლება ნაკლებად ძვირია, ვიდრე ტრადიციული სწავლება. მართლაც, ერთი და იგივე მასალები შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი სესიებისთვის და მონაწილეთა შეუზღუდავი რაოდენობისთვის.
საშუალოდ დისტანციური სწავლების კურსი გრძელდება 3 თვე, ხოლო ყოველი ახალი მოდულის მიწოდება ტრენერის მიერ ხდება ყოველ ორ კვირაში.
ძირითადი ნაბიჯები შეიძლება აღწერილი იყოს შემდეგნაირად:
|
|
აიღეთ HELP-ის ონლაინ კურსები!