მონაცემთა დაცვა

ადამიანები შესაძლებელია ადვილად გახდნენ მონაცემთა დაცვის ხელყოფის მსხვერპლნი. ეს ხელყოფა გამოწვეული შეიძლება იყოს საჯარო და კერძო პირების - აქტორების მიერ ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენების შედეგად.

HELP-ის 28-ე კურსი მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების უფლებათა შესახებ გთავაზობთ სრულყოფილ კურიკულუმს - სასწავლო გეგმას, რომელიც ფარავს  ინტერაქციული მეთოდით ყველა ძირითად კონცეფციებს, ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) და ევროკავშირის კანონმდებლობას - (იურიდიულ ჩარჩოს), ისევე როგორც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) პრაქტიკას (case law).

ამ კურსის შემუშავებისას ერთ-ერთი ფუძემდებლური მასალა იყო მონაცემთა დაცვის შესახებ სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა ერთობლივად ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოსა და ევროპის საბჭოს მიერ,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) რეესტრთან ერთად. კურსში გათვალისწინებულია ევროკავშირის რეფორმა, რომელიც განხორციელდა/ მიღებულ იქნა 2016 წლის აპრილში.

გადადით კურსებზე >>

რასიზმის, ქსენოფობიის და ჰომოფობიის/ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლა

რასიზმი და ქსენოფობია ფართოდ გავრცელებული პრობლემებია დღეს ევროპაში, ანტი-ემიგრანტული განწყობილებები იზრდება. მთელი ევრო- კავშირის მასშტაბით, ლგბტ პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას, ძალადობას და განსხვავებულ მოპყრობას.

HELP-ის 28-ე კურსი „რასიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლა“   ინტერაქციული მეთოდის გამოყენებით ფარავს ყველა ძირითად კონცეფციებს, ევროპის ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას (როგორც ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ფარგლებში) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) შთამბეჭდავ სასამათლო პრაქტიკას (case law), ასევე დამატებით, კურსი ეხება სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის გადაწყვეტილებას ამ საკითხზე..

უფრო კონკრეტულად კი, კურსში მოიცავს ორ ძირითად მოდულს, ერთი ეხება რასიზმს და ქსენოფობიას, ხოლო მეორე კი - ჰომოფობიას და ტრანსფობიას. ასევე გათვალისწინებულია ბმა პეცილურ მოდულზე ბოშათა შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის ყველაზე დიდ უმცირესობას. ამ კურსის შემუშავებისას ერთ-ერთი ფუძემდებლური მასალა იყო ევროპის ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ სახელმძღვანელო, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ შემუშავდა ერთობლივად.

არსებული სასამართლო პრაქტიკა მოიცავს თემებს, რომლებიც განსხვავდება ერთმანთისგან: დისკრიმინაცია სამსახურში მიღებისას ან სამუშაო ადგილას; დისკრიმინაცია ჯანდაცვის სფეროში; სიძულვილის დანაშაული, სიძულვილის ენა ან შევიწროება რასიზმის ან ჰომოფობიურ ნიადაგზე; ლგბტ პირების პირადი და ოჯახური ცხოვრების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა; სამართლებრივი გენდერის აღიარება.

თქვენ შეგიძიათ ამ კურსის საპრეზენტაციო ვიდეო იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=unLn2dbHE8w

გადადით კურსებზე>>

შრომითი უფლებები

ეკონომიკური რეცესიის დროს, უმნიშვნელოვანესია სამუშაო ადგილების შექმნა, ისევე როგორც, შრომითი უფლებების დაცვა. აუცილებელი და საჭიროა იურისტების მიერ ადამიანის უფლებების უკეთ გაგება შრომითი უფლებების განზომილებაში.

HELP-ის 28-ე კურსი "შრომითი უფლებები" ინტერაქტიული მეთოდის გამოყენებით ფარავს ყველა ძირითად კონცეფციებს, შრომითი უფლებების დაცვის ევროპული სისტემა (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე ევროკავშირის ფარგლებში) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) სასამათლო პრაქტიკას (case law), ისევე როგორც, სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.

ამ კურსის გავლის შედეგად იურისტები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმის თაობაზე თუ როდის და როგორ უნდა მიმართონ (გამოიყენონ) შრომითი უფლებების დაცვის ევროპულ სისტემას.

უფრო კონკრეტულად, კურსს აქვს შემდეგი ძირითადი მოდულები: შრომის უფლება, დასაქმების ურთიერთობები და სამუშაო დრო; შრომის ანაზღაურება და გადახდისუუნარობა; დასაქმების შეწყვეტა (გადახდისუუნარობა); დისკრიმინაცია - თანაბარი შესაძლებლობები; კოლექტიური შრომითი უფლებები (ინფორმაცია და კონსულტაციები); ჯანმრთელობა და უსაფრთხოება (ფიზიკური და გონებრივი).

თქვენ შეგიძიათ ამ კურსის საპრეზენტაციო ვიდეო იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=PcaCio17IQw

გადადით კურსებზე>>

პირის ღირსების უფლება

პიროვნების ღირსების უფლება ნიშნავს იმას, რომ ითვლებოდე ადამიანად/ იყო ადამიანი. იგი უკავშირდება ადამიანის ღირსების იდეას და თითოეული ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური სივრცე უნდა იყოს დაცული. ეს არის ფართო უფლება, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ფსიქიკური წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის (დასჯის) აკრძალვას, ასევე ადამიანის სხეულთან და გონებასთან დაკავშირებით ჩარევის ნაკლებად მძიმე ფორმების ფართო სპექტრს.

HELP-ის 28-ე კურსი „პირის ღირსების უფლება (ბიოეთიკა)“ იკვლევს ამ თემას ინტერაქტიული გზით, აჩვენებს (გვიჩვენებს) ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის კონვენციას (ოვიედოს კონვენციას) შორის არსებულ თანხვედრას და განსხვავებებს.

იგი ასევე მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) სასამათლო პრაქტიკას (case law), და  მიუთითებს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა სამედიცინო ჩარევა ან ორგანოების ამოღება თანხმობის გარეშე, სამედიცინო დახმარების გაწევა ან სიცოცხლის ბოლო სიტუაციები (ევთანაზია, ორგანოების გადანერგვა).

თქვენ შეგიძიათ ამ კურსის საპრეზენტაციო ვიდეო იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=Zh4FQ9gQe-0&feature=youtu.be

უფრო კონკრეტულად, კურსი შედგება ორი ძირითადი მოდულისგან: პირველ ნაწილში წარმოდგენილია ზოგადად ღირსების უფლება, რომელიც ტრადიციულად მოიცავდა პირადი ცხოვრების უფლებას და წამების აკრძალვას; მეორე ნაწილში განხილული იქნება პიროვნების ღირსებს უფლება მედიცინისა და ბიოლოგიის სპეციფიკურ სფეროებში.

გადადით კურსებზე >>