Back დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისთვის შესასრულებელი 16 საერთაშორისო რეკომენდაციის შესახებ

დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისთვის შესასრულებელი 16 საერთაშორისო რეკომენდაციის შესახებ

მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია. ღონისძიებაზე  განხილულ იქნა GREVIO-ს, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს და რომელიც მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) იმპლემენტაციას, და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციები.  

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად და GREVIO-ს წევრი და მეორე ვიცე პრეზიდენტის, მარია-ანდრიანი კოსტოპულოს მონაწილეობით, განიხილეს მხარეთა კომიტეტის მიერ 2022 წლის ბოლოს დამტკიცებული 16 რეკომენდაციის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები. რეკომენდაციები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ეს მითითებულია 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ საქართველოს შესახებ GREVIO-ს საბაზისო ანგარიშში.  

სტეფან სირბუმ, ევროპის საბჭოს ოფისის საქართველოში დირექტორის მოადგილემ აღნიშნა,

„ქალთა მიმართ ძალადობა არ არის მხოლოდ ქალთა პრობლემა, ეს  ადამიანის უფლებების საკითხია, რომელიც მოითხოვს საზოგადოების კოლექტიურ ძალისხმევას და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რასაც ხელს უწყობს ევროპის საბჭო. ეს კონფერენცია უნიკალური შესაძლებლობაა მოწოდებული დასკვნების გასაანალიზებლად. მხარეთა კომიტეტის მიერ სახელმწიფოსთვის გაცემული 16 რეკომენდაციებიდან გამოვყოფ გაუპატიურებისა და სქესობრივი დანაშაულების დეფინიციის ცვლილებას, რათა მოხდეს თავისუფლად გაცემული თანხმობის სრულად გათვალისწინება და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფას პოლიტიკისა შემუშავების ყველა ეტაპზე.’’

ნიკო თათულაშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, დადებითად შეაფასა კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსია:

„იმის ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის, არავის აქვს, მაგრამ ისიც გამოჩნდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. რამდენიმე რეკომენდაცია მიმდინარეა, მაგალითად ცნობიერების ამაღლება, არსებული ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება.  არის რეკომენდაციები, რომელიც GREVIO-ს ანგარიშის მომზადების შემდეგ შესრულდა, მანამ, სანამ მხარეთა კომიტეტი რეკომენდაციებს შეიმუშავებდა. მაგალითად, სახელმწიფო კომპენსაციის წესის დამტკიცება, მსხვერპლის სტატუსის გაუქმება. თუმცა არის ისეთი საკითხები, რომელიც საჭიროებს მსჯელობას- მაგალითად, გაუპატიურების დეფინიცია სახელმწიფო არის უპირველესად ვალდებული ევროპის საბჭოს წინაშე, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფოს გაუჭირდება ამ ვალდებულებების განხორციელება თუ არ იქნება დახმარება სხვა აქტორების მხრიდან. სწორედ ამიტომ ვართ აქ წარმოდგენილი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და ჩვენი თანამშრომლობა მომდევნო სამი წლის მანძილზე იქნება მნიშვნელოვანი“.

საბაზისო ანგარიშის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა როგორც პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ისე კონკრეტული სერვისების გასავითარებლად, აღმოიფხვრას მსხვერპლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული დაბრკოლებები,  გადაიხედოს შემაკავებელი ორდერის გაცემის პროცედურები და სხვა.

ბაია პატარაიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „საფარის“ დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ პანელურ განხილვაში:

“მინდა აღვნიშნო არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ამ პროცესში. რადგან ჟღერდება დეპუტატების პოზიციები და წუხილი გაუპატიურების კანონთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევხვდეთ სათითაოდ ყველა დეპუტატს, რომ ავუხსნათ, თუ რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილება გაუპატიურების დეფინიციის შესახებ. სინამდვილეში ამ კანონის ცვლილება არ იწვევს ფუნდამენტურ ან პრინციპების ცვლილებას არც კონსტიტუციის, არც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა გადამზადებულია, აქვთ შესაბამისი სახელმძღვანელო წესები, მიმდინარეობს ტრენინგები. აღმასრულებელი ხელისუფლება მეტად ვერ მოემზადება. ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკანონმდებლო ხელისუფლებამ. მე მიმაჩნია, რომ ეს  არის წმინდად სამართლებრივი და არა პოლიტიკური საკითხი’’.

სამი თემატური პანელის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა გენდერული ძალადობის, მათ შორის სქესობრივი დანაშაულების შესახებ კანონმდებლობა და გენდერულ ძალადობაზე სამართლებრივი რეაგირება და პრევენციის  მექანიზმები; ძალადობისგან დაცვის და დახმარების სერვისები; ინტერსექციური მიდგომა სხვადასხვა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა მიმართ.

„გრევიოს რეკომენდაციები ჩვენთვის, პოლიტიკის შემქმნელებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს შემდგომი ნაბიჯები სწორად გადავდგათ. აღნიშნულ რეკომენდაციებს ჩვენ სხვადასხვა ფორმატში განვიხილავთ, მათ შორის ევროპის საბჭოსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან ეფექტური კოორდინაციით. რაც მთავარია, ჩვენ მზად ვართ, ბოლომდე მივყვეთ პროცესს და კონვენციის შესაბამისად აღვასრულოთ კანონმდებლობა, საჭიროების შემთხვევაში კი განვახორციელოთ შესაბამისი ცვლილება,“ აღნიშნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

კონფერენცია ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - “ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში” მხარდაჭერით.  

13 February 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ევროპის საბჭოს პროექტი მიზნად ისახავს ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალისხმევის ხელშეწყობას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მსხვერპლთა დაცვას, მოძალადეთა დასჯას და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას. ევროპის საბჭო ყურადღებას ამახვილებს ევროპული სტანდარტების, განსაკუთრებით კი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესახებ უახლესი ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდებაზე.

მეთოდოლოგია

პროექტი ყურადღებას ამახვილებს სტამბოლის კონვენციის შესახებ ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობაზე. პროექტი ხელს შეუწყობს პოლიტიკასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გაანალიზებას, სასწავლო მოდულების, მასალების და პრაქტიკული ინსტრუმენტების განვითარებას, როგორიცაა სახელმძღვანელოები და ცნობიერების ასამაღლებელი მასალები. პროექტი მხარს დაუჭერს ტრენინგებისა, დისტანციური სწავლების კურსების ჩატარებას და გამოცდილების გასაზიარებლად ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას.   

პროექტის მთავარი პარტნიორები და ბენეფიციარები

პროექტი დამატებით თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრებო და არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სფეროში მუშაობენ.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის შესაძლებლობების -გაძლიერებისა და თანამშრომლობის პროექტების განყოფილება, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან ერთად. .

პროექტის უფროსი ოფიცერი: მარიამ ჯაჯანიძე

პროექტის ასისტენტი: ნინო მაჩხანელი

პროექტის მიზნები
  • ევროპული სტანდარტების, განსაკუთრებით კი სტამბოლის კონვენციის და  გენდერული თანასწორობის სხვა სტანდარტების ეფექტიანად  დანერგვისთვის პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება;
  • საჯარო მოხელეების (იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთა, სოციალური მუშაკების და სხვა)  შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე რეაგირების გასაუმჯობესებლად.
  • ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციაზე, მათ შორის გენდერულ თანასწორობაზე  საზოგადოების და საჯარო მოხელეების ცნობიერების გაზრდა.
ბიუჯეტი

პროექტის სრული ბიუჯეტია 1 110 000 ევრო

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაიწყო 2020 წლის  1 იანვარს და გაგრძელდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

სტამბოლის კონვენცია კითხვები და პასუხები

ინგლისურ ენაზექართულ ენაზე

მითები და რეალობა სექსუალურ ძალადობაზე
ფოტო გალერეა
Loading...
პუბლიკაციები