Back გარემო და ადამიანის უფლებები: ჯანმრთელი გარემოს უფლებისკენ?

გარემო და ადამიანის უფლებები: ჯანმრთელი გარემოს უფლებისკენ?

 

კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების არსებული საფრთხეების პასუხად, საქართველო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ხუთშაბათს, 27 თებერვალს სტრასბურგში კონფერენციას გამართავს, რომლის თემაც იქნება გარემოს დაცვა ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან.

კონფერენციას მინისტრები და ორგანიზაციის 47 წევრი სახელმწიფოს მაღალი რანგის პირები დაესწრებიან. კონფერენციის მიზანია, განიხილოს, რა შესაძლებლობები არსებობს ეკოლოგიურ საფრთხეებთან საბრძოლველად, ადამიანის უფლებათა სფეროში ევროპის საბჭოს მუშაობისას, ასევე, განსაზღვროს გზები ევროპული მთავრობების დასახმარებლად ამ გამოწევასთან გამკლავების პროცესში.

დისკუსია დაეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სხვა ინსტრუმენტებს, როგორიცაა ბერნის კონვენცია ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ, ასევე, აკადემიური ანგარიში, რომელიც ევროპის საბჭოს სტანდარტების ერთობას განიხილავს და სხვა მრავალ საკითხთან ერთად, იძლევა რეკომენდაციებს „ადამიანის ეკოლოგიურ უფლებებსა“ და „ეკოლოგიური მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე“.

მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა სტრასბურგი. 2020 წლის 20 თებერვალი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page