II. საჯარო დისკუსიის აუცილებლობა

იხ. მეტი
ამგვარ პროცესში საზოგადოების ჩართულობის შედეგად აღმოცენებული ძირითადი პრინციპები და ნორმები საზოგადოებრივი მორალის წყაროს წარმოადგენენ. კარგად დასაბუთებული ნორმები მართვის პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის ზრდის საწინდარი ხდებიან. საჯარო განხილვის საკვანძო ფუნქცია გადაწყვეტების მისაღებად უფრო მყარი საფუძვლის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. ამასთან ის ხელს უწყობს იმ პრობლემური საკითხების წარმოჩენას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოების დამოკიდებულების, მწყობრი შეხედულების თუ პოლიტიკის ჩამოყალიბება მოითხოვოს.
საჯარო განხილვას, შესაძლოა, შედეგად საზოგადების მართვაში მოქალაქეთა კანონებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე დაქვემდებარებული და სამართლებრივი ულებებითა და ამავე სახელმწიფოს დაცვით მოსარგებლე, ფიზიკური პირი. კომპლექსურ ტერმინებში, როგორიც არის მარ. „მოქალაქეთა ასამბლეა“ სიტყვა მოქალაქე უფრო ფართო მნიშვნელობით იხმარება, ვიდრე კონკრეტული ეროვნებისა და ამ სახელმწიფოში ხმის უფლების მქონე პირი. როლის გაძლიერება მოჰყვეს. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საჯარო დისკუსია არსებულ დოკუმენტში და ოვიედოს კონვენციის 28-ე მუხლში, საჯარო დისკუსიის უმთავრესი კონცეფცია გამოიყენება საჯარო სივრცეში (უფრო სწორად, არა პროფესიულ კონტექსტში) დისკურსიული ურთიერთქმედებისას, რომლის მეშვეობითაც ინდივიდებს და ჯგუფებს შეუძლიათ თავიანთი განსხვავებული ინტერესებისა და საქმეების გამოვლენა, შესწავლა და გადაწყვეტა, რომლებიც ეხება ან (პოტენციურად ეხება) ყოველ მათგანს (იხ. აგრეთვე „დისკუსია“) ტარდება საზოგადოებაში, საზოგადოებასთან და საზოგადოებისათვის.
საჯარო განხილვა მნიშვნელოვანია მართვის სისტემისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესისადმი საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად.
საჯარო განხილვა ზრდის ეთიკური თვალსაზრისით რთული გადაწყვეტილების მიღების პროცესის კანონიერებას და მისდამი მხარდაჭერას.










