Back კონფერენცია - „დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესებში“

კონფერენცია - „დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესებში“

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, 16 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართა კონფერენცია - „დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესებში“. აღნიშნული კონფერენცია, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტი, ორგანიზებული იყო  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ევროპის საბჭოს წევრი და სხვა ქვეყნებიდან. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დიასპორის ქვე-კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაოლო პისკომ.

კონფერენციის მუშაობა მიმდინარეობდა სამი პანელის ფარგლებში: 1.დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობაში ქართული ჩართულობის მაგალითი; 2. ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში დიასპორის ჩართვის მექანიზმები; 3. დიასპორის როლი წარმომავლობის ქვეყნის პოზიტიური კუთხით წარმოჩენის საქმეში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:დიასპორის პოლიტიკაზე საპარლამენტო ქსელის კონფერენცია

Tbilisi 16 December 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page