Asset Publisher Asset Publisher
Back

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოზე ანგარიშს აქვეყნებს

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტმა დღეს გამოქვეყნა საქართველოში 2012 წლის საგანგებო ვიზიტის შემდგომი ანგარიში, საქართველოს ხელისუფლების პასუხთან ერთად.
31/07/2013
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტის დროს  გამართული მაღალი დონის მოლაპარაკებები ძირითადად  შეეხებოდა ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა აშკარად არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა ეფექტიან გამოძიებას, რაც 2012 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნებული  ვიდეო მასალებით გამოვლინდა.  ასევე განიხილებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში გადადგმული და დაგეგმილი, როგორც საკანონმდებლო,    ასევე ადმინისტრაციული ნაბიჯები. თავის ანგარიშში წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მიესალმება ციხეებში ფართომასშტაბიან ამნისტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ ციხეების გადატვირთულობის და პატიმართა რაოდენობის ზრდის პრობლემები ვერ იქნება სრულფასოვნად გადაჭრილი ასეთი სახის განსაკუთრებული ზომებით; ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირების მდგრადი სტრატეგია უნდა შეიცავდეს ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის, როგორც უკიდურესი  ზომის  გამოყენებას. Kკომიტეტმა ასევე წარმოადგინა რეკომენდაციები გლდანისა და ქუთაისის ციხეებზე და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებზე, განსაკუთრებით,  სამედიცინო მომსახურეობაზე   ციხეებში. 

  თავის პასუხში საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა ინფორმაცია ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებზე, ასევე იმ ზომებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს ციხეების სისტემის რეფორმირებისაკენ. ეს ზომები მოიცავს ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირებას, არსებული ციხეების გარემონტებას და ახალი დაწესებულებების აშენებას, აქტივობათა პროგრამების განვითარებას ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის, ასევე  ციხეების თანამშრომელთა უკეთ  გადამზადებას. ხელისუფლების პასუხი ასევე მოიცავს ინფორმაციას სასჯელაღსრულების სისტემის 2013-2014 წლების ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.


Web Content Display Web Content Display

Preventing torture in Europe
www.cpt.coe.int

Web Content Display Web Content Display