„საზოგადოებას“ შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირდაპირ არ წარმოადგენს პოლიტიკურ ხელისუფლებას ან რომელიმე პროფესიას. ამ თვალსაზრისით, ადამიანისათვის საზოგადოების წევრობა დამოკიდებულია არსებულ პრობლემაზე და მის ინტერესებსა და ამ პრობლემისადმი დამოკიდებულებაზე. ერთ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს, როგორც პირადი და საზოგადოებრივი ინტერესი, როგორც ამ საზოგადოების წევრს, აგრეთვე სამსახურეობრივი გამოცდილებიდან ან პროფესიიდან გამომდინარე ინტერესი.

 შესაბამისი საზოგადოება მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო ერთიანდება, მაშინ, როდესაც სხვები პროცესში ჩასაბმელად მოძიებასა და ძალისხმევას საჭიროებენ.

ირლანდია - საჯარო დისკუსია აბორტთან დაკავშირებით და კონსტიტუციაში მერვე შესწორების გაუქმების შესახებ (2016)

მოქალაქეთა ასამბლეა, რომელიც მოიცავდა 99 მოქალაქით წარმოდგენილ ჯგუფს და მთავრობის მიერ დანიშნულ თავმჯდომარეს, შეიქმნა საპარლამენტო კომიტეტისათვის რჩევის მისაცემად კონსტიტუციაში მერვე შესწორების შესახებ, რომელიც აბორტს კრძალავდა.

გერმანია – საჯარო მსჯელობა გენომის შეცვლის შესახებ (2019)

პროექტმა Genomchirurgie im gesellschaftlichen Diskurs მოიცვა განსხვავებული ჯგუფები, სკოლის მოსწავლეების ჩათვლით. სტუდენტებმა მათ მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ თამაშში გენური ტექნოლოგიების საკითხებზე, რომლის დროსაც სპეციალურად შემუშავებულ ინსტრუმენტებს იყენებდნენ.

გაერთიანებული სამეფო - საზოგადოების მონაწილეობა ტვინის შესახებ მეცნიერების დამოკიდებულების და ნარკოტიკების შესახებ დისკუსიაში (2007)

გაერთიანებული სამეფოს საჯარო დისკუსიის მაგალითი „საზოგადოების მონაწილეობა ტვინის გამოკვლევაში, ნარკოტიკები და დამოკიდებულება“ წარმოადგენს ნოვატორული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობის დემონსტრირებას, ძნელად მისაწვდომი ჯგუფების ჩასართავად, რომლებიც სხვა შემთხვევაში ძნელად შეძლებდნენ საჯარო დისკუსიაში ღიად მონაწილეობას.