Back ფინეთი - მოქალაქეთა ინიციატივა პარალამენტს (2012)

ფინეთი - მოქალაქეთა ინიციატივა პარალამენტს (2012)

წინაპირობა, ინიციატორი და მონაწილეები

2012 წლის მარტიდან, ფინეთის კონსტიტუციით შესაძლებელი გახდა სამოქალაქო ქმედების წარდგენა ფინეთის პარლამენტისათვის, მინიმუმ 50,000 მხარდამჭერის ხელმოწერის მოპოვების პირობით. ფორმალური პირობები და პროცესები შეიძლება აღმოჩენილ იქნეს მოქალაქეთა ინიციატივა - კანონში (12/2012). იუსტიციის მინისტრმა წამოიწყო ვებ-სერვისი (იხ.www.kansalaisaloite.fi) მოქალაქეთა ინიციატივებისათვის ხელის შესაწყობად, რომელიც შესაძლოა მხარი დაუჭიროს ფართო საზოგადოებამაც.

ფინეთში ძალიან კარგად მიიღეს მოქალაქეთა ინიციატივები. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 1000-ზე მეტ ინიციატივას მიეცა მსვლელობა. 37-მა მათგანმა წარმატებით მიაღწია მინიმუმ 50,000 ხელმოწერას. ზომა ინიციატივამ პირდაპირი ცვლილებები გამოიწვია კანონმდებლობაში (ცოლ-ქმრის თანაბარი უფლებების შესახებ), მაშინ როდესაც, სხვებმა არაპირდაპირი გავლენა იქონია კანონმდებლობაზე.

ამ ინიციატივებმა წარმატებით მიაღწია მინიმუმ 50,000-იან ხელმოწერას, აქედან ექვსი უკავშირდებოდა ბიოეთიკის საკითხებს. რამდენიმე, ბიოეთიკურ საკითხებთან დაკავშირებულმა ინიციატივამ, ვერ მიაღწია ხელმოწერის აუცილებელ რაოდენობას.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ბიოეთიკური საკითხები კარგად იქნა ასახული ფინელ მოქალაქეთა ინიციატივებში.

ყველაზე კარგად ცნობილი ინიციატივა ეხებოდა ევთანაზიასა და სხვისი დახმარებით თვითმკვლელობას (63,000-ზე მეტი მხარდამჭერი). პარალამენტმა გააუქმა კანონი ევთანაზიის შესახებ, მაგრამ მოითხოვა, რომ დაენიშნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებდა ამ საკითხებს და სავარაუდოდ წამოჭრიდა ახალი კანონმდებლობის შექმნის საკითხს.

ინიციატივას ცოლ-ქმრის თანაბარი უფლებების უზრუნველსაყოფად (166,000-ზე მეტი მხარდამჭერით) მოჰყვა ახალი კანონმდებლობა, რომელიც თანაბარ უფლებებს ანიჭებდა ერთსქესიან ქორწინებას, როგორიც ადრე მიენიჭა დაქორწინებულ ჰეტეროსექსუალურ წყვილებს. აღნიშნულ ინიციატივას (55,000-ზე მეტი მხარდამჭერით) შედეგად მოჰყვა ახალი, დედობის დაცვის კანონი, რომელიც ნებას აძლევს ლესბოსური წყვილიდან ორივე მხარეს, მშობლის თანაბარ უფლებას, განსაზღვრული პროცესის მიხედვით. ამასთანავე, დედობის განსაზღვრება, ამჟამად ნებას აძლევს ტრანსსექსუალ კაცებს, რომ აღიარებული იქნან დედებად და მიიღონ საზოგადოების მხარდაჭერა, იმისათვის რომ იყოლიონ ბავშვი.


მეთოდი

კანონმდებლობის მიღება/პროექტის შემოთავაზება - მოქალაქეთა ინიციატივას შეუძლია ახალი კანონმდებლობის მიღების ან შემუშავების შემოთავაზება. ის შესაძლოა შეეხოს არსებული კანონმდებლობის შესწორებას ან გაუქმებას. ინიციატივა კანონპროექტის ფორმით უნდა მოიცავდეს შეთავაზებულ სამართლებრივ ტექსტს. ინიციატივა უნდა შემოიფარგლებოდეს კონკრეტული საკითხით და უნდა იყოს დასაბუთებული.

ხელმოწერების შეგროვების დანიშნული პერიოდი - ინიციატივა ხელმოწერილი უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში, მოთხოვნილი რაოდენობის ადამინების მიერ. ხელმოწერების შეგროვება შესაძლებელია ქაღალდზე ან ონლაინ (მაგ. kansalaisaloite.fi). მას შემდეგ, რაც საკმარისი ხელმოწერა იქნება შეგროვილი, ინიციატივა გაიგზავნება მოსახლეობის რეგისტრაციის ცენტრში, რომელიც ამოწმებს სახელებს და ადასტურებს მიღებულ ხელმოწერებს. ხელმოწერების შეგროვების დანიშნული პერიოდი - ინიციატივა ხელმოწერილი უნდა იქნეს მოთხოვნილი რაოდენობის ადამიანების მიერ, ექვსი თვის განმავლობაში.

პარლამენტში განხილვა - მას შემდეგ რაც მოსახლეობის რეგისტრაციის ცენტრი შეამოწმებს სახელებსა და დაადასტურებს, რომ სულ მცირე 50,000 მიღებული ხელმოწერა იქნა შეგროვილი, ინიციატივის თავმჯდომარეს შეუძლია მისი პარლამეტში წარდგენა განსახილველად. თუკი ინიციატივის წარდგენა პარლამეტისათვის არ მოხდა იმ თარიღში, რომელშიც მოსახლეობის რეგისტრაციის ცენტრის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ნებადართულია მისი ძალადაკარგულად გამოცხადება.

პარლამენტს ეკისრება ვალდებულება, გაითვალისწინოს მოქალაქეთა ინიციატივა, მაგრამ მხოლოდ პარალმენტის გადასაწყვეტია მოიწონებს თუ არა იგი ამ ინიციატივას, ცვლილებებითა თუ ცვლილებების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ ინიციატივა უარყოფილი იქნება პარლამენტის მიერ, შესაძლებელია იგივე საკითხზე, ახალი ინიციატივის ამოქმედება.


მნიშვნელოვანი თავისებურებები და მუშაობა შეცდომების გამოსასწორებლად

მოქალაქეთა ინიციატივა დღესდღეობით წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან დემოკრატიულ ინოვაციას, ნაციონალურ დონეზე ფინეთში. 2016 წლის დემოკრატიული ინოვაციების შესახებ მოხსენების მიხედვით (ინგლისურ ენაზე, მე-4 გვერდზე), ერთ მესამედზე მეტმა ხმის მიცემის უნარიანმა პირმა, ხელი მოაწერა სულ მცირე ერთ ინიციატივას. მოქალაქეთა ინიციატივა ჩანს, რომ ასაქმებს ზოგიერთ სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფებს, რომლებიც სხვა მხრივ, როგორც წესი პოლიტიკურად პასიური არიან, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოქალაქეები.

მოქალაქეთა ინიციატივა წარმოადგენს სამოქალაქო აქტივობისა და საჯარო დისკუსიისათვის ხელის შეწყობისა და მხარდაჭერის ეფექტიან საშუალებას და ამრიგად აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას. ვებგვერდებმა უზრუნველყვეს აქტიური პლათფორმა მოქალაქეთათვის, უფრო ფართო აუდიტორიისათვის მისამართად, იმავდროულად შესაძლებლობას იდეების წარმოსადგენად პოლიტიკურ არენაზე. ისინი იძლევიან საზოგადოების მოსაზრებების გახმაურების საშუალებას.

ვებგვერდზე არსებობს რამდენიმე ინიციატივა, ბიოეთიკური საკითხების შესახებ. ყველაზე ცნობილი იყო მოქალაქეთა ინიციატივა ევთანაზიის შესახებ, რომელმაც გამოძიებამდე მიგვიყვანა. რაც დიდი ალბათობით, ამგვარი არჩევანის უკეთესად გაანალიზების საშუალებას იძლეოდა და სავარაუდოდ საბოლოოდ მიგვიყვანდა სამართლებრივი ცვლილებების წინადადებამდე, სიცოცხლის დასრულების, თვითმკვლელობაში დახმარების ან ევთანაზიის შესახებ. ზემოაღნიშნული მაგალითი გვიჩვენებს, რომ მოქალაქეთათვის ფორუმის უზრუნველყოფა საკუთარი მოსაზრებების გამოსათქმელად უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ მთავრობამ ახალი მიმართულებები შეისწავლოს.

ვებგვერდს, რომელიც საზოგადოებას უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ახალი კანონმდებლობის ინიცირებაში, შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს მარგინალიზებულ ჯგუფებზე ან დამოკიდებულებაზე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ვებგვერდის გამჭვირვალობა უფლებას აძლევს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ საკანონმდებლო პროცესში და მასში მონაწილება გააადვილონ. აღნიშნული პროცესში სრულიად ახალი ფორმით რთავს მოქალაქეებს პროცესში და უფრო აახლოებს მათ კანონმდებლებთან.

საზოგადოების ჩართვის შედარებით შეზღუდული გზები, მდგომარეობს იმაში, რომ ვებგვერდი მხოლოდ ინიციატორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას უზრუნველყოფს და არა ფორუმს შემდგომი დისკუსიისათვის, რაც ცალკე საჭიროებს ორგანიზებას.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page